FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას არ ეთანხმება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.04.2017
"რაც შეიძლება მეტი არჩევნებზე მიბმული თვითთმართველობა უნდა იყოს", – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას არ ეთანხმება.

პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას არ ეთანხმება

"მარტო პრეზიდენტი კი არა, რაც შეიძლება მეტი არჩევითი თანამდებობა უნდა გვქონდეს თვითმმართველობებშიც. ის კი არა, რომ გავაუქმოთ თვითმმართველობები, პირიქით, რაც შეიძლება მეტი არჩევნებზე მიბმული თვითთმართველობა უნდა იყოს", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტბთან შეხვედრისას.

მისივე განცხადებით, დიალოგი, რომ არჩევნები ჩატარდეს სოფლებსა და დაბებშიც, ჯერ კოდევ 90-იან წლებში დაიწყო: "შევარდნაძის ადმინისტრაციაში დავდიოდით და ვეუბნებოდით, რომ მიეცით ხალხს თავისი მერების, გამგებლების, საკრებულოების არჩევის შესაძლებლობა. პასუხი იყო, რომ ჯერ ადრეა. მე ვეუბნეოდი - თუ ხალხი შევარდნაძეს ირჩევს, გამგებელს რატომ ვერ აირჩევს? ე.ი. ხალხი თბილისში ხედავს შევარდნაძე სჯობს თუ სხვა და თავის სოფელში ვერ ხედავს რომელი იქნება უკეთესი მერი ან გამგებელი ან სოფლის თავი?".

მარგველაშვილის თქმით, დემოკრატიის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ხალხს იმის არჩევა, ვისაც უფლებებს ვაძლევთ.

შეგახსენებთ, მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ
პარლამენტის თავმჯდომარე 7 ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებაზე: დღეს ამაზე  პოზიცია ვერ მექნება
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა  ვეტო დაადო
ახალციხეში, შესაძლოა, მერი აღარ აირჩიონ
59%-ისთვის მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება – NDI
ახალციხის საკრებულომ  ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობა დაიწყო
ახალციხის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო