FM97.5 / LIVE

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

მთავარისიახლე, სამართალი 29.03.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

დეკანოზ მამალაძის ადვოკატები წინასწარი პატიმრობიდან მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების სანაცვლოდ 20 ათასი ლარის გირაოს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

იმ მოტივით, რომ არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ასევე ყოფილი დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე, საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ
პროკურატურის განცხადება გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე
პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული
პრეზიდენტი მამალაძის დაკავებაზე:  ველოდები გამოძიების დასრულებას, რომელიც პასუხს გასცემს კითხვებს
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დაკავებულია
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა