FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი მამალაძის დაკავებაზე: ველოდები გამოძიების დასრულებას, რომელიც პასუხს გასცემს კითხვებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 13.02.2017
"ველოდები გამოძიების დასრულებას, რომელიც პასუხს გასცემს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე", – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასულიერო პირის დაკავების საქმესთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი მამალაძის დაკავებაზე:  ველოდები გამოძიების დასრულებას, რომელიც პასუხს გასცემს კითხვებს

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურ კომუნიკაციაშია პროკურატურასთან.

"შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე", – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქარველოს მთავრი პროკურორის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე, 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურაში დღეს ამ თემააზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განმარტა, რომ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. უწყების ცნობით, ამ მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფისთვის სჭირდებოდა.

12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მთავარი პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

დღესვე, განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ასევე, აპირებს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაგეგმილზე ადრე გაემგზავროს და პირადად მოინახულოს პატრიარქი, რომელსაც დღეს დილით, ბერლინის კლინიკაში, ოპერაცია ჩაუტარდა.

"გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა. მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

მისივე შეფასებით, აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა, რისთვისაც ის სამართალდამცველ სტრუქტურებს მადლობას უხდის.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურატურის განცხადება გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე
დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული
საპატრიარქო: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს
პატრიარქის მდივანის განცხადებით, ილია II-ის ოპერაცია კარგად დასრულდა
პატრიარქი  კლინიკაში რამდენიმე დღით დარჩება