FM97.5 / LIVE

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ

მთავარისიახლე, სამართალი 27.02.2017
ე. წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. #9 პენიტენციურ დაწესებულებაში საქმის პროკურორები და მამა გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველები ცოტა ხნის წინ შევიდნენ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ
დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვას რამდენიმე დღეა ითხოვს.

24 თებერვალს გამომძიებლები მას ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აუღეს, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო მამა გიორგის დაკითხვა, თუმცა როგორც გამომძიებლებმა განმარტეს, დროის სიმცირის გამო 24 თებერვალს დეკანოზი აღარ დაუკითხავთ. 24 თებერვალს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისგან განსხვავებით, დღევანდელ პროცედურებს პროკურორების სხვა ჯგუფი, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის ხელმძღვანელობით ატარებს.

დეკანოზის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ჩვენების შემდეგ გამოძიება სხვა მიმართულებით წავა. კერძოდ, ადვოკატი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე ისაუბრებს იმის შესახებაც, თუ როგორ და საიდან მოხვდა მის ნივთებში იარაღი, რომელიც სამართალდამცველებმა მისი სახლიდან ამოიღეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული
პროკურატურის განცხადება გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე
პრეზიდენტი მამალაძის დაკავებაზე:  ველოდები გამოძიების დასრულებას, რომელიც პასუხს გასცემს კითხვებს
საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დაკავებულია
ილია მეორე: ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა [Video]