FM97.5 / LIVE

არაოფიციალური ღია ჩემპიონატი ბილიარდში

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.03.2017
ახალციხეში, ბილიარდში არაოფიციალური ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები ახალციხიდან, ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან.

არაოფიციალური ღია ჩემპიონატი ბილიარდში
ჩემპიონატის მონაწილე. ფოტო: © ბექა გასიტაშვილი


ჩემპიონატი დღეს, 18 მარტს, დილიდან დაიწყო და გვიან საღამომდე გაგრძლდება.

როგორც მისი ორგანიზატორი რომან მაისურაძე გვიხსნის, ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ტარდება, ეს ნიშნავს, რომ მონაწილეები ინდივიდუალურად იბრძვიან გამარჯვებისთვის.

ახალციხემდე ტურნირები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გაიმართა. დღევანდელ, რეგიონულ ტურნირს 14 მოანაწილე ჰყავს და მათგან სამი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. რომან მაისურაძის თქმით, გამარჯვებულები ფულად ჯილდოს მიიღებენ: I ადგილი – 400 ლარია, II – 200, III კი სამასი. თანხა კერძო შემოწირულობებით შეგროვდა.

ტურნირი ამჯერად არაოფიციალურია, ვინაიდან, ახალციხეში ჯერ ოფიციალურად საბილიარდო ფედერაციის ფილიალი არ არსებობს. რომან მაისურაძე ამბობს, რომ ფილიალის დაარსებაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულიდან, ოფიციალური სტატუსი ექნებათ. ამის შემდეგ კი დაიწყებენ დაფინანსების მოძიებასაც.

დღევანდელი ტურნირი ახალციხეში, კერძო საბილიარდო კლუბში ტარდება. კლუბი ორმა ახალგაზრდამ, არმენ წარუკიანმა და კარაპეტ კარაპეტიანმა, დაახლოებით, 5 თვის წინ გახსნეს. დღეს მათ ტურნირის მონაწილეებს ფართი უსასყიდლოდ დაუთმეს. სხვა დღეებში კი აქ შესვლა ფასიანია, საერთო დარბაზი ერთი საათი 10 ლარი ღირს; შენობაში არის ერთი კუპეც, სადაც ერთი საათის ღირებულება 12 ლარია.

არაოფიციალური ღია ჩემპიონატი ბილიარდში
ჩემპიონატის მონაწილე. ფოტო: © ბექა გასიტაშვილი

არაოფიციალური ღია ჩემპიონატი ბილიარდში
ჩემპიონატი.. ფოტო: © ბექა გასიტაშვილი

არაოფიციალური ღია ჩემპიონატი ბილიარდში
ჩემპიონატის მონაწილე. ფოტო: © ბექა გასიტაშვილი

არაოფიციალური ღია ჩემპიონატი ბილიარდში
ჩემპიონატი. ფოტო: © ბექა გასიტაშვილი

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბილიარდის ჩემპიონატის შედეგები
ბექა ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა
ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი საქართველოს 2018 წლის ფალავანი გახდა
ბორჯომში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა