FM97.5 / LIVE

ბილიარდის ჩემპიონატის შედეგები

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.03.2017
არაოფიციალური ღია ჩემპიონატი ბილიარდში დასრულდა. გამოვლინდა პირველი სამი ადგილის მფლობელი, რომელთაც ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ბილიარდის ჩემპიონატის შედეგები

შედეგები ასეთია:

I ადგილი – თორნიკე ჭალიძე;
II ადგილი – თენგიზ ქიმერიძე;
III ადგილი – ალბერტ ნახატაკიანი.

შეჯიბრის ორგანიზატორის რომან მაისურაძის თქმით, ჩემპიონატი გვიან ღამემდე მიმდინარეობდა:"ღამე, 01:00 საათზე დასრულდა. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, შესანიშნავი ტურნირი იყო".

შეგახსენებთ, გუშინ, ახალციხეში, ბილიარდში არაოფიციალური ღია ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ახალციხიდან, ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან. რეგიონულ ტურნირს 14 მოანაწილე ჰყავდა. უნდა გამოვვლენილიყო სამი გამარჯვებული და ისნი მიიღებდნენ ფულად ჯილდოს: I ადგილი – 400 ლარია, II – 200, III კი სამასი.

ტურნირი არაოფიციალური იყო, ვინაიდან, ახალციხეში ჯერ ოფიციალურად საბილიარდო ფედერაციის ფილიალი არ არსებობს. რომან მაისურაძე ამბობს, რომ ფილიალის დაარსებაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულიდან, ოფიციალური სტატუსი ექნებათ. ამის შემდეგ კი დაიწყებენ დაფინანსების მოძიებასაც.

დღევანდელი ტურნირი ახალციხეში, კერძო საბილიარდო კლუბში ჩატარდა. კლუბი ორმა ახალგაზრდამ, არმენ წარუკიანმა და კარაპეტ კარაპეტიანმა, დაახლოებით, 5 თვის წინ გახსნეს. დღეს მათ ტურნირის მონაწილეებს ფართი უსასყიდლოდ დაუთმეს. სხვა დღეებში კი აქ შესვლა ფასიანია, საერთო დარბაზი ერთი საათი 10 ლარი ღირს; შენობაში არის ერთი კუპეც, სადაც ერთი საათის ღირებულება 12 ლარია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაოფიციალური ღია ჩემპიონატი ბილიარდში
ბათუმში, ბილიარდის ტურნირში, მესამე ადგილი ახალციხელ მოთამაშეს ერგო
ახალციხეში, კარატეში პირველი რეგიონული ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში შაშის ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში ნარდის ტურნირი ჩატარდა