FM97.5 / LIVE

ბაკურიანში სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.03.2017
ბაკურიანში, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში, საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს.

ბაკურიანში  სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაციით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 21 სამხედრო მოსამსახურეს ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს ასწავლიან.

უწყების ცნობით, ლიტვიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან მოვლენილი სამხედროები ქართველ პარტნიროებთან ერთად, სამი კვირის განმავლობაში, სამთო სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალს, მარშგადაადგილებას და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას ეუფლებიან.

”სამხედროები თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანას სწავლობენ, რათა დახრილ ფერდობზე დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და ჯგუფის უსაფრთხოდ გადაყვანა შეძლონ. უცხოელ სამხედროებს თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენებაც უწევთ”, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი ბაკურიანში
აშშ-ის ელჩის მოადგილე ბაკურიანში სამთო კურსის მიმდინარეობას გაეცნო
სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქალაქეების უსაფრთხოებას შსს-ს თანამშრომლები დაიცავენ
სამთო კურორტებზე სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები განთავსდება
ზამთრის კურორტებზე სათხილამურო სეზონი დასრულდა
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა
ბაკურიანში სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა