FM97.5 / LIVE

აშშ-ის ელჩის მოადგილე ბაკურიანში სამთო კურსის მიმდინარეობას გაეცნო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.03.2019
ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსის პროცესის გასაცნობად ბაკურიანში აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი ჩავიდა.

აშშ-ის ელჩის მოადგილე ბაკურიანში სამთო კურსის მიმდინარეობას გაეცნო

ელიზაბეთ რუდი, სასწავლო უბანზე, ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, ამერიკელ სამხედროებთან ერთად უშუალოდ ჩაერთო სამთო წვრთნაში.

ამერიკელი სამხედროები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილ ჯარისკაცებთან ერთად, ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში, სამთო მომზადებას ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით ბაკურიანში უკვე სამი კვირაა გადიან.

ამერიკელი სამხედროები თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, ასევე თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას და თოვლის თავშესაფრის მოწყობას ეუფლებიან.

კურსის განმავლობაში ისინი ტაქტიკურ მარშებსაც ახორციელებენ.

ამერიკელ დიპლომატს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენელთან, მაიორ თომას ჰატფილდთან ერთად პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა უმასპინძლა და სამთო კურსის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი ბაკურიანში
ბაკურიანში  სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს
სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქალაქეების უსაფრთხოებას შსს-ს თანამშრომლები დაიცავენ
იუნკერთა ინტეგრაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ბაკურიანში სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა
სამთო კურორტებზე სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები განთავსდება
ახალციხეში რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა