FM97.5 / LIVE

რუსთავი2–ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან[Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, SK TV 03.03.2017
ვინ ვერ ხედავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით და როგორ აფასებენ რუსთავი 2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სამცხე–ჯავახეთში;

რუსთავი2–ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან[Video]
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გელა დემეტრაძე მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი2–ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა.

„თუ აქამდე დემოკრატიის რაიმე მარცვალი არსებობდა, ისიც დაამსხვრიეს. ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლების ხელში დემოკრატიის მშენებლობაზე ლაპარაკი ვეღარ იქნება“, – აცხადებს დემეტრაძე.

მის პოზიციას იზიარებს ენმ–ს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ბალიაშვილი: „ეს მესაკუთრეებს შორის ბრძოლა არ არის. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თავისუფალი სიტყვა წაართვეს ხალხს. ყველა შევიკრიბებით და წავალთ თბილისში თავისუფალი სიტყვის დასაცავად, ცენტრალური ოფისიდან მითითებებს ველოდებით“.

თბილისში საპროტესტო აქციებზე წასვლას არ გეგმავს, თუმცა ბალიაშვილისა და დემეტრაძის მოსაზრებას ეთანხმება ახალციხის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაური: „რუსთავი2 ის ტელევიზიაა, რომელიც რეალურად აშუქებდა ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს. აი ამას ებრძვის ბიძინა ივანიშვილი“.

ოპოზიციონერებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ახალციხის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს შალვა გოგოლაძეს. მისი ვარაუდით აქ უფრო საკუთრების პრობლემაზეა საუბარი, ვიდრე თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაზე: „საქმის მასალებს არ ვიცნობ და წინასწარ ვერაფერს ვიტყვი“.

„ეს სამართლებრივი დავაა, არ ვფიქრობ რომ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს ვინმე, ან რა კავშირშია საერთოდ სიტყვის თავისუფლება?!“ – კითხულობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ გოგოლაძემ რუსთავი2–ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების დეტალები არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ ექმნება.

„არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართომ, ტრენინგზე ვარ“, – გვითხრა სატალეფონო საუბრისას ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ.

მისგან განსხვავებით, მომხდარის დეტალებში გარკვეულია ენმ–ს ასპინძის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ბესიკ ბექაური: „ამ გადაწყვეტილებით სიმართლეს ებრძვიან. არავითარ ქონების მიღებაზე აქ ლაპარაკი არ არის. აქ მთავრობის ინტერესია. საპროტესტო აქციებს შევუერთდები“.

ბოლო დროს რუსთავი2–ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელძღვანელს გიორგი ანდღულაძეს იმაში არწმუნებს, რომ რელაურად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური უფროა, ვიდრე სამართლებრივი: „ბევრი რამაა გაურკვეველი. ასე უცებ არ უნდა მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება. თან დახურული იყო სხდომები. მოვლენები როგორ განვითარდება ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ ისაა მხარე ამ ყველაფერში“.

უარყოფითად აფასებს ახალციხეში ქუჩიში გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსთავი2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ პროცესებით ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ შეექმნება.



შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. დღეს, 3 მარტს კი ცნობილი გახდა რომ ევროპულმა სასამართლომ აღსრულება დროებით შეაჩერა.

[ლუბა გიორგაძე, თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს თბილისში „რუსთავი2“-ის მხარდასაჭერად აქცია-კონცერტი გაიმართება
ახალციხელები  რუსთავი 2–თან დაკავშირებით  განვითარებულ მოვლენებს აფასებენ[Video]
სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის  საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა
უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა
„რუსთავი 2“–ის საქმეზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა
“რუსთავი 2”–მა აქციის დაწყებასთან ერთად მაუწყებლობაც განაახლა
„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან