FM97.5 / LIVE

ახალციხეში, მეეზოვეებს იანვრის ხელფასის ნაწილი არ აუღიათ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.03.2017
შპს „კეთილმოწყობის“ 40–მდე თანამშრომელს იანვრში ნამუშევარი 18 დღის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღია.

ახალციხეში, მეეზოვეებს იანვრის ხელფასის ნაწილი არ აუღიათ
ახალციხეში შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ იანვარში ნამუშევარი ხელფასის ნაწილი არ მიუღიათ.
„გვითხრეს ახალი ხელშეკრულებები გავაფორმეთ და ამ პროცედურების გამო ნაწილი დროულად ვერ მიიღეთო, არ ვიცით საერთოდ მოგვცემენ თუ არა“–გვეუბნება ერთ–ერთი მეეზოვე.

შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსის გიორგი ლონდარიძის განცხადებით, ხელფასის დაგვიანების მიზეზი წლის დასაწყისში გამოცხადებული ტენდერი და ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული პროცედურებია.

„ქალაქის კეთილომოწყობისათვის, იანვრის დასაწყისში მერიამ, ჯერ ტენდერი გამოცხადა, შემდეგ კი თანამშრომლებთან ხელახალი ხელშეკრულებები დაიდო. ეს პროცედურები 18 იანვარს დასრულდა, რის გამოცა მხოლოდ 13 დღეში გამომუშავებული ხელფასი მიიღეს“, – გვიხსნის გიროგი ლონდარიძე და ამატებს, რომ აღნიშნული მხოლოდ „კეთილმოწყობის“ სამსახურში დასაქმებულ 40–მდე მეეზოვეს შეეხო.

ქალაქის კეთილმოწყობისათვის, მერია ტენდერს ყოველი წლის დასაწყისში აცხადებს და თანამშრომლებთან ახალ ხელშეკრულებებს აფორმებს.
„ტექნიკური პროცედურები იყო გასავლელი, რის გამოც, კეთილმოწყობის თანამშრომლებმა ხელფასის ნაწილი ვერ მიიღეს. თუმცა, შპს „კეთილმოწყობას“ დავალიანების გასასტუმრებლად თანხა უკვე გადავურიცხეთ“, – აცხადებენ ახალციხის მერიაში.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეეზოვეებს იანვრის ხელფასის ნაწილი ისევ არ აუღიათ
რატომ დააკლეს მეეზოვეებს იანვრის ხელფასი
ახალციხის მერიამ 22 016 ლარის ნაგვის ურნები შეიძინა
საროში გაფიცულებმა დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წვიმაში აღარ დასველდებიან
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებს  ხელფასის დანამატი ისევ არ აუღიათ
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის – ტენდერი ‘კეთილმოწყობის’ თანამშრომელმა მოიგო