FM97.5 / LIVE

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულმა კარწახელებმა ხელფასები ვერ მიიღეს

მთავარიეკონომიკა 20.02.2013
რამდენიმე თვეა ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზისა და საქართველო-თურქეთის საზღვარზე კარწახის საბაჟო პუნქტის მშენებლობა შეჩერებულია. სამშენებლო კომპანიამ მშენებლობაზე მომუშავე კარწახელებს ანაზღაურება არ გადაუხადა.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულმა კარწახელებმა ხელფასები ვერ მიიღეს
ახალქალაქის მაღალმთიან სოფლებში მკაცრი ზამთარი იცის. ყინვებისა და უხვთოვლიანობის გამო მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი სოფლებში, ცხოვრება ჩამკვდარია. სოფელ კარწახამდე დათოვლილი, მაგრამ ასფალტირებული გზით მივაღწიეთ. გზად ალაგ-ალაგ ნისლი იყო ჩამოწოლილი.

თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელი, რომლის მოსახლეობაც ძირითადად მესაქონლეობით ირჩენს თავს, ევროპისა და აზიის შემაერთებელი ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის პროექტის დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი. ღვთისა და ხელისუფლებისგან მივიწყებული, შორეული სოფელი კარწახი, საიდანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრირებულია, მშენებლობის ცენტრად იქცა. გზებზე დაიგო ასფალტი, აშენდა საბაჟო პუნქტი თურქეთთან, რკინიგზის მშენებლობაზე კი აქტიური სამუშაოები გაჩაღდა.

კარწახის ეკლესიასთან უამრავი ხალხი დაგვხვდა. 12 თებერვალს, მოსახლეობისვე თხოვნით, ხალხის მასობრივი ნათლობის ჩატარება იყო დაგეგმილი. ცერემონია გასული წლის ზაფხულში რესტავრირებულ ეკლესიაში შედგა.

ადგილობრივ მცხოვრებლებთან სოფლის პრობლემებზე და მსოფლიო მასშტაბის პროექტებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე საუბრისას გაირკვა, რომ მართალია ბევრი არა, მაგრამ მაინც იყვნენ კარწახელები, რომლებიც რკინიგზისა და თურქეთის საზღვარზე საბაჟო პუნქტის მშენებლობაზე მუშაობდნენ.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. შპს „ინჟმშენი - 2005“-ს, რომელიც საბაჟო პუნქტს აშენებდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან დავალიანებები აქვს დარჩენილი.

„ინჟმშენი - 2005“-ს ედუარდ საღათელიანის ვალი 900 ლარი აქვს. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი მცხოვრებლები ხელშეკრულებების გარეშე მუშაობდნენ.

„სხვა შემოსავალი არ მაქვს, ხან სად ვმუშაობ, ხან სად, დღეში დაახლოებით 20 ლარს ვშოულობ. ეს ჩვენთვის უზარმაზარი თანხაა. სასამართლოში ჩივილი არ შემიძლია, ეს რომ გავაკეთო, სასამართლო მკითხავს, სად არის ხელშეკრულება? ხელშეკრულებები არ გვაქვს, მოდიოდა მშენებლობის მენეჯერი, გვქირაობდა ბრიგადას, 6 ადამიანს. ვმუშაობდი, მაგრამ ფული ვერ ავიღე. მთელმა სოფელმა იცის, რომ იქ ვმუშაობდი და ანაზღაურება არ მოუციათ. დეკემბერში მშენებლობის მენეჯერი ტარიელ ავალიანი სულდაში წავიყვანეთ. იგი პოლიციის წინ დაგვპირდა, რომ დეკემბრის შუა პერიოდში ფული უნდა მოეცა, თუმცა, უკვე თებერვალია, ხელფასები კი არ ჩანს“, - გვიამბობს კარწახის მცხოვრები ედუარდ საღათელიანი.

ედუარ საღათელიანი რკინიგზის მშენებლობაზეც მუშაობდა ამწეზე, თუმცა, იქ ანაზღაურება მიიღო.

ადგილობრივების თქმით, სოფლის მცხოვრებთა შორის დაახლოებით 15 ადამიანია, რომლებმაც საბაჟო პუნქტის, ასევე სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე მუშაობისთვის კუთვნილი თანხები ვერ აიღო.

„ჩემს ოჯახში მამაჩემის ვალი აქვთ, ასევე ჩემი ორი მეგობრის. მათ წინაშე დავალიანება 1800 ლარია. ხელშეკრულებები არ იყო, მოლაპარაკება ზეპირად ხდებოდა. დამტკიცება შეიძლება, რადგან სიტყვა სიტყვაა. მაშინ მნიშვნელობა არ ქონდა, რომ ეს ხელშეკრულება ქაღალდზე არ იყო. ისინი გაზაფხულიდან მუშაობენ, ჩვენ კი მაშინ იმდენი საქმე გვქონდა, თივას ვთიბავდით და სხვა საქმეებიც იყო. ამ დროს კი ისინი მშენებლობაზე მუშაობდნენ“, - ამბობს აბრაამ ქობალიანი.

ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ, ცდილობენ დამსაქმებლის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ, ისინი კი, ადგილობრივთა თქმით, ტელეფონს ან თიშავენ ან არ პასუხობენ. სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირება ვერც ჩვენ შევძელით.

მოტყუებულ თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში ჩივილიც სცადა.

„პასუხი მივიღეთ ქართულ ენაზე. მართალია, ძლივს გავიგეთ, მაგრამ თითქოს ეწერა, რომ საჩივარი მიღებული არ იყო მტკიცებულებათა სიმცირის გამო“, - ამბობს აბრაამ ქობალიანი.

სოფელ კარწახის მცხოვრებლები, რომლებმაც შესრულებული სამუშაოსთვის ხელფასი ვერ აიღეს, თავს მოტყუებულად მიიჩნევენ და თავიანთი უფლებების სასამართლოში დასაცავად დოკუმენტებს აგროვებენ.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა
საქართველო - თურქეთის საზღვარზე, „კარწახის“ საბაჟო გაიხსნა
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ახალქალაქიში რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს
ირაკლი ღარიბაშვილმა მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბანი მოინახულა
ირაკლი ღარიბაშვილი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს
ბორჯომში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობენ