FM97.5 / LIVE

ნიკა მელია: სამცხე–ჯავახეთი ძირითადი დასაყრდენი იქნება

მთავარიპოლიტიკა 06.02.2017
განსაზღვრავს თუ არა სამცხე–ჯავახეთში „ნაციონალების“ მხარდამჭერების ოდენობას ვანო მერაბიშვილის პოზიცია; რას ფიქრობს ნიკა მელია და რას გეგმავს რეგიონთან მიმართებით;

ნიკა მელია: სამცხე–ჯავახეთი ძირითადი დასაყრდენი იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ სამცხე–ჯავახეთში მათი მხარდამჭერების დიდ ნაწილს პარტია არ დაუტოვებია: „მაგალითად, ასპინძაში 95 პროცენტი ისევ ნაციონალურ მოძრაობაშია“.

მელია უახლოეს ერთ თვეში რეგიონს ესტუმრება და რაიონულ ორგანიზაციებსაც დააკომლექტებს: „პირადად ჩამოვალ, შევხვდები ყველას, ჩავატარებთ კონფერენციებს და ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს განვსაზღვრავთ. ასე იქნება მესხეთშიც და ჯავახეთშიც. 20 რაიონულ ორგანიზაციაში ჩავატარებთ არჩევნებს და დავიწყებთ ფუნქციონირებას“.

მისი თქმით, აპრილიდან პარტია წინასაარჩევნო მარათონსაც აქტიურად დაიწყებს. ხოლო რაც შეეხება არჩევნებამდე საკრებულოებში მათ ფრაქციებს, ამბობს, რომ ძირითად შემადგენლობას ყველგან ინარჩუნებენ: „278 დეპუტატი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მხოლოდ 34–მა დატოვა პარტია. არ ვფიქრობ, რომ ამით პარტია დასუსტდა, პირიქით, გაძლიერდა“.

შეკითხვაზე, გაყოფს თუ არა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონში ამომრჩევლების ხმებს პარტიის გახლეჩვა, მელია შეკითხვითვე გვპასუხობს: „რატომ უნდა ვიმარჩიელოთ? „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი პოლიტიკური პარტიაა და დარწმუნებული ვარ რომ სამცხე–ჯავახეთი „ნაციონალებისთვის“ ერთ–ერთი ძირითადი დასაყრდენი იქნება. მაშინ როცა ბურჯანაძე წავიდა, ის იმდენად რეიტინგული პოლიტიკოსი იყო, რომ ახლა პარტიიდან წასული ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეედრება, მაგრამ რა, ამან პარტია შეასუსტა?! რა თქმა უნდა არა. ასევე წავიდა ირაკლი ოქრუაშვილიც, მაგრამ ამას პარტიისთვის ზიანი არ მიუყენებია“.

შეკითხვაზე, რამდენად განსაზღვრავს მხარდამჭერების ოდენობას ის, თუ ვის მხარეს იქნება ვანო მერაბიშვილი, მელია გვპასუხობს: „ასე საკითხის დასმა 10 ათასობით ამომრჩევლის შეუარაცხყოფაა. ხალხი ვანოს და მიშას გამო არ აძლევდა პარიტას ხმას. უკეთესი მომავლის რწმენით ირჩევდნენ ამ პარტიას. ვანო თავად გააკეთებს განცხადებას“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნაცმოძრაობის' საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს
ნიკა მელია: 'არ შევატოვებთ ბორჯომის საკრებულოს მოზონდერო ელემენტებს'
დღეს ‘ნაციონალური მოძრაობა’ ყრილობას გამართავს
ვინ მიდის და ვინ რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში" [სია]
ნიკა მელია ოლქებში სხდომების დატოვებაზე: 'ეს იყო საპროტესტო ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით'
ვინ დარჩა და ვინ წავიდა „ნაციონალებიდან’ სამცხე–ჯავახეთში
'ნაციონალურ მოძრაობას ექნება ძალა, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში' - ვანო მერაბიშვილი