FM97.5 / LIVE

ბორჯომში მრევლმა მეუფე სერაფიმეს მხარდასაჭერად აქცია გამართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.01.2017
ბორჯომში მშვიდობიანი აქცია გაიმართა. მრევლი მეუფე სერაფიმეზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციისთვის დეკანოზ თამაზ ლომიძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს.

ბორჯომში მრევლმა  მეუფე  სერაფიმეს მხარდასაჭერად აქცია გამართა
დღეს, 21 იანვარს ბორჯომის ცენტრში, ყოფილი გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მრევლი შეიკრიბა. მათ მშვიდობიანი აქციით ბორჯომის მიტროპოლიტის სერაფიმე (ჯოჯუას) მხარდაჭერა გამოხატეს. ასევე აქციის მონაწილეებმა დეკანოზ თამაზ ლომიძის განცხადება გააპროტესტეს, სადაც ლომიძე ამბობს, რომ მეუფე სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში არ უნდა დაინიშნოს. მიზეზად იგი იმ მძიმე ბრალდებებს ასახელებს, რის გამოც მეუფე სერაფიმეს ბორჯომის ეპარქიის დატოვება მოუხდა.

„მოვითხოვთ, რომ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს, ბოდიში მოიხადოს. სიცრუეა ის, რომ თითქოს სერაფიმე ბოჯომიდან რაიმე ბრალდებებით გავაძევეთ. ამ მიზეზით შევიკრიბეთ დღეს“, – ამბობს მრევლი ირაკლი კვირკველია.

მისი თქმით, აქციაზე ათობით ადამიანი მეუფე სერაფიმეს სიყვარულმა გამოიყვანა: „კარგი იქნება თუ სერაფიმეს ბორჯომის ეპარქიაში ისევ დაგვიბრუნებენ“.

მშვიდობიანი აქცია ბორჯომში უკვე დაიშალა. თუმცა, ვიდრე აქცია გაიმართებოდა მეუფე სერაფიმემ განცხადება გაავრცელა, სადაც იგი მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს აცხადებს.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ჩემთვის, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას, რადგან ჩემთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები ხდება მიზეზი ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენისა; ამიტომაც უარს ვამბობ გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე. მსურს ჩემთვის ვიყო და ვილოცო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე წერილში სერაფიმე მრევლს მხარდაჭერისთვის მადლობა უხდის და სთხოვს, რომ მიტინგებისა და გამოსვლებისგან თავი შეიკავონ: „დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროდ მოქმედებს და გააკეთებს, ზიანს მოუტანს ყველას“.

მიტროპოლიტმა აღნიშნული განცხადება იმიტომ გაავრცელა, რომ მრევლს 21 იანვარს აქციის გამართვა სოციალურ ქსელში დაანონსებული ჰქონდა.

„ჩვენში გამოიწვია აღშფოთება – დეკანოზ თამაზის განცახდებამ, რომელიც სოციალური ქსელში წერს, რომ ბორჯომის მრევლმა და საზოგადოებამ მეუფე სერაფიმე გამოაძევა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან. ჩვენთვის საინტერესოა, თუ ეს ცრუ ინფორმაცია ვისგან მიიღო?! მის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ბორჯომის მოსახლეობას შეურაცყოფა მიაყენა. ჩვენ, დედა ეკლესიის ერთგული მრევლი და საზოგადოება ვიკრიბებით მეუფე სერაფიმესა და ბორჯომის საზოგადოების ღირსების დასაცავად! ჩვენ მოვითხოვთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება თავად დეკანოზ თამაზის განცხდებას, სადაც იგი სერაფიმეს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში დანიშვნას ეწინააღმდეგება ნათქვამია: „მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას. რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის“.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომ – ბაკურიანის ეპარქიას 21 წლის განმავლობაში მეუფე სერაფიმე მოღვაწეობდა. მეუფე სერაფიმემ ეპარქია 2016 წლის აპრილში დატოვა.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თამაზ ლომიძის ინფორმაციით, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა
საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლის შესახებ
მიტროპოლიტ სერაფიმეს სინოდმა მღვდელმოქმედება აღუდგინა
სად არის მეუფე სერაფიმე
ბორჯომ – ბაკურიანის მეუფემ ეპარქია დატოვა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე დაინიშნა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას დროებითი მმართველი ჰყავს