FM97.5 / LIVE

ხულო-გოდერძის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.01.2017
ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან, ხულო-გოდერძის მონაკვეთს, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

ხულო-გოდერძის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

17 იანვარს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთის აღდგენა პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმის - სივრცითი დაგეგმარების მიმართულების ნაწილია, რომელიც კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის აღდგენას ითვალისწინებს. აღნიშნული გზის აღდგენა პოტენციურ დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გოდერძის სამთო კურორტზე მისვლას მნიშვნელოვნად გაუიოლებს.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისასვლელი გზის მშენებლობა დიდ სტიმულს მისცემს ბიზნეს სექტორს, რათა მათ გოდერძის კურორტზე, განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად, ახალი ტურისტული ობიექტები, მათ შორის, სასტუმროები ააშენონ, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც რეგიონში მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47 კილომეტრიანია. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გზის 29 კილომეტრიან მონაკვეთს. მისი განხორციელების შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, მგზავრებს კი საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰიშამ ალ ვაკაიანმა. ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დაიწყება
ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაციისთვის კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
როდის დაიწყება გოდერძის გზის მშენებლობა
გოდერძის გზის მშენებლობა ადიგენში 11 ადგილობრივის ნაკვეთს ეხება
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო
ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება