FM97.5 / LIVE

2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.01.2017
2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ, საბუთი უკან, მაქსიმუმ 10%-ს დაუბრუნდა.

2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა კვლავ რჩება ავარიების გამომწვევი მიზეზების სამეულში.

რაც შეეხება ჯარიმის გადახდის შემთხვევაში მართვის მოწმობის დაბრუნების ტენდენციას, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამაზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული უფლება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს აქვს და რამდენადაც მისთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამ უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირველად ხდება.

”მაგალითად, შეიძლება ვიღაც 10 წლის განმავლობაში მართავდეს ავტომანქანას და პირველად მოხდეს, რომ სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა ჩამოართვან. გადაწყვეტილება მიიღება ამ და სხვა სამართალდარღვევათა რაოდენობის გათვალისწინებით. თუ პირს ალკოჰოლური თრობის გამო რამდენჯერმე აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა, ამ შემთხვევაში, დისკრეციის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უარს ეტყვის თანხის გადახდის სანაცვლოდ საბუთის დაბრუნებაზე. ანუ აქ საკმაოდ გამკაცრებულია მიდგომა”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჩამორთმეული 30 ათასი მართვის მოწმობიდან, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ საბუთი უკან მაქსიმუმ 10%-ს დაუბრუნდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს მართვის უფლება ჩამოერთვა
მართვის მოწმობას ქულები ენიჭება და ვადიანი ხდება
მართვის მოწმობის გასაახლებლად ოთხი დღე დარჩა
მართვის მოწმობის აღება რთულდება
1 აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა ეკარგება
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ნახევრდება
შსს–მ ქულათა შემცირების სამართლებრივი შედეგები და გასაჩივრების წესი განისაზღვრა