FM97.5 / LIVE

ვის ეხება გალარების პროგრამა – ფინანსთა სამინისტროს განცხადება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.01.2017
გალარების ერთჯერად პროგრამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სესხების გალარების პროგრამა ერთჯერადია და ის ორი თვე გაგრძელდება.

ვის ეხება გალარების პროგრამა – ფინანსთა სამინისტროს განცხადება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს, რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე.

სუბსიდია შეეხება მხოლოდ უზრუნველყოფილ ნაწილს, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ბოლო არსებული შეფასებით. გალარების პროგრამა მოიცავს სესხებს, რომელთა მიმართებაში ბანკი არის (ან პორტირების შემთხვევაში იქნება) პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი (იპოთეკარი).

ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში თავისუფლდება უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ უძრავ ნივთზე უფლების/ვალდებულების (იპოთეკის) რეგისტრაციისთან დაკავშირებული საფასურისგან.

სესხის სუბსიდირება მოხდება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში. სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი.

სუბსიდია არ შეეხება მათ, ვისი სესხების ძირითადი თანხების ჯამური დავალიანება 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, გამლარებელ ან სესხის გადატანის შემთხვევაში, იმ ბანკში საიდანაც სესხის გადატანა ხდება, აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 წელს 100 ათას ლარს აღემატებოდა.

მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.

პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას.

სესხების გალარება ნებაყოფლობითია. ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია სესხების გალარების პროგრამის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (www.mof.ge) და საქართველოს ეროვნული ბანკის (www.nbg.gov.ge) ოფიციალურ ვებგვერდებზე.

ვის ეხება გალარების პროგრამა – ფინანსთა სამინისტროს განცხადება

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან სესხების 'გალარების ერთჯერადი აქცია იწყება
სესხების გალარების პროგრამა დღეს სრულდება
გალარების პროგრამით 71 მლნ დოლარის მოცულობის სესხი გალარდა
ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია - ‘ჩვენთან უფრო იაფია’ დაიწყო ®
სესხების განულების პროექტში კიდევ 14 ორგანიზაცია ჩაერთო
ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია დაიწყო ®

თიბისი სესხების გადავადების პროცედურას 24 მარტის ჩათვლით ახანგრძლივებს ®