FM97.5 / LIVE

დღეიდან სესხების 'გალარების ერთჯერადი აქცია იწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.01.2017
დღეიდან, 17 იანვრიდან ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დოლარში აღებული სესხების ე. წ. „გალარების“ ერთჯერადი აქცია იწყება.

დღეიდან სესხების 'გალარების ერთჯერადი აქცია იწყება

ეროვნული ბანკის გათვლით, დაახლოებით, 27 ათას პირს შეეძლება 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაცია მოახდინოს. მთავრობა შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას უზრუნველყოფს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზდინტის, არჩილ მესტვირიშვილის, ინფორმაციით, სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა100 ათას დოლარს აღემატება.

სესხების გალარება მოხდება შემდეგი პრინციპით: იმ დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამისთვის კი დაგეგმილია ბიუჯეტიდან 65 მლნ ლარი გამოიყოს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, კომერციულ ბანკებს ექნებათ ვალდებულება აქციის თაობაზე კლიენტს შეატყობინონ: „ჩვენ მივცემთ მითითებას კომერციულ ბანკებს 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა რაიმე გზით შეეხმიანონ და აცნობონ იმ პირებს , ვისაც ეს აქცია პოტენციურად შეეხებათ“, – აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.

საბანკო სესხების გალარება ერთჯერადი სოციალური პროგრამაა და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფით, უცხოური ვალუტით აღებული აქვთ სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის ეხება გალარების პროგრამა – ფინანსთა სამინისტროს განცხადება
სესხების გალარების პროგრამა დღეს სრულდება
გალარების პროგრამით 71 მლნ დოლარის მოცულობის სესხი გალარდა
ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია დაიწყო ®

Vali.ge – სესხების ჩამოწერის ვებგვერდი ამოქმედდა
ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო ®
ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია - ‘ჩვენთან უფრო იაფია’ დაიწყო ®