FM97.5 / LIVE

ახალციხელი კარატისტი 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.01.2017
ახალციხელმა ანზორ დარბაიძემ, Open Tbilisi 2016–ის ღია ჩემპიონატზე, კარატეს ოლიმპიურ სახეობაში(VKF), 18–20 წლისებს შორის, 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი და საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა.

ახალციხელი კარატისტი  2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა

კარატეს ღია ჩემპიონატი თბილისში, 30 დეკემბერს გაიმართა. ანზორ დარბაიძემ სამი მოწინააღმდეგე, მათ შორის საქართველოს ჩემპიონი დაამარცხა და ქულათა რაოდენობით პირველი ადგილი მოიპოვა. მას თასი, მედალი და დიპლომი გადაეცა.

„ნამდვილად ძლიერი კონკურენტები გვყავდნენ. საქართველოს ჩემპიონთან და სხვა წარმატებულ კარატისტებთან მომიწია შეხვედრა“, -ამბობს ანზორ დარბაიძე.

Open Tbilisi 2016–ის ღია ჩემპიონატში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატში გამარჯვებამ ახალციხელ სპორტსმენს შეასაძლოა ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანოს. ანზორ დარბაიძე, 15 იანვარს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირშია მიწვეული, სადაც საქართველოს კარატისტთა ნაკრები უნდა შეარჩიონ.

„მედი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები გავხდებით და ეს წარმატებები გზას გაგვიხსნის, უკვე 2020 წლის ოლიმპიადის მონაწილეები ვიყოთ“, -ამბობს კლუბ „საფარას“ პრეზიდენტი, ანზორ დარბაიძის მწვრთნელი მამუკა ზუმბაძე.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი სპორტსმენების გამარჯვება ჩეხეთში
ადიგენელი სპორტსმენი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა
ბორჯომელი 7 წლის მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბორჯომში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა
ახალციხელებმა შიტორიო კარატე დოს ჩემპიონატზე 17 მედალი მიიღეს
ახალციხელი სამბისტი ბექა ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
ექვსი ოქროს მედალი–ახალციხელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე