FM97.5 / LIVE

არაქართულენოვან სკოლებში სერტიფიცირებისთვის არ ემზადებიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 12.02.2013
სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაწყებულია. არაქართულენოვანი სკოლები პროცესში წელს ისევ ვერ ჩაერთვებიან.

არაქართულენოვან სკოლებში სერტიფიცირებისთვის არ ემზადებიან
ახალციხის მესამე სომხური საჯარო სკოლის პედაგოგი როზა პეტროსიანი სასერტიფიკაციო გამოცდაზე ვერ გადის. იგი სწუხს, რომ კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხელფასის გაზრდის საშუალება არ ეძლევა.

- ’ეს გამოცდები სომხური სკოლის მასწავლებლებისთვის არ იყო. მგონი წელს დაიწყო პედაგოგების დატრენინგება. თუმცა მე, როგორც სომხური ენის პედაგოგი, ვერ გავალ გამოცდაზე. ჩვენთვის არ არის გამოცდები. ვერ ვხვდები რატომ, რატომ უნდა ჩამოვრჩეთ სხვა მასწავლებლებს?!’- ამბობს პეტროსიანი.

მე-3 სკოლის დირექტორის სვეტლანა არუთუნიანის თქმით, გამოცდების ჩაბარება ყველას უნდა შეეძლოს: ’მე მგონი, წელს იწყება ჩვენი სკოლის პედაგოგების დატრენინგება. გამოცდებში მონაწილეობის მიღება როდის შეეძლებათ არ ვიცი’.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგებს შეუძლიათ გამოცდაზე გასვლა, მათ შეუძლიათ ქართულ ენაზე ჩააბარონ უნარ-ჩვევების გამოცდა. არაქართულენოვან სკოლებში სერტიფიცირებისთვის არ ემზადებიან

- ’წინა წლებში არაქართულენოვანი სკოლის რამდენიმე პედაგოგმა ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა. მათ აქვთ ამის უფლება, უბრალოდ ტესტები ქართულ ენაზეა და ენის ბარიერის გამო ვერ გადიოდნენ გამოცდაზე. წელს რა მდგომარეობა იქნება, ჯერ არ ვიცით. ველოდებით ინფორმაციას’, - გვითხრა რესურსცენტრის უფროსმა სპეციალისტმა დიანა ინასარიძემ.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, რომ წელს ამ კუთხით სიახლე არ არის. ტესტები არაქართულენოვანი სკოლების მშობლიურ ენებზე არ დაიბეჭდება. შეგახსენებთ, არაქართულენოვან სკოლებში ჯერ ბილინგვური სწავლება ინერგება.

არაქართულენოვან სკოლებში სერტიფიცირებისთვის არ ემზადებიან რაც შეეხება ქართულენოვან სკოლებს, პედაგოგებმა გამოცდებისთვის მზადება დაიწყეს. ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში 69 მასწავლებლიდან 25 სერტიფიცირებულია, 14 კი წელს გადის გამოცდაზე. პირველი სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგი მეგი ქიმერიძე ამბობს, რომ გამოცდები ყოველმხრივ კარგია მასწავლებლებისთვის: ’შარშან უნარ-ჩვევები ჩავაბარე, წელს კი პროფესიულზე გავდივარ’.

კერძო სკოლა ’მზექას’ დირექტორი ბელა კაპანაძე კი ფიქრობს, რომ სერტიფიცირება სავალდებულო არ უნდა იყოს. ’მზექას’ 8 სერტიფიცირებული პედაგოგი ჰყავს და 6 წელს გადის გამოცდაზე,

- ’გარკვეული მეთოდების დაზეპირება, არაფერს ნიშნავს. კარგი იქნება, თუ იარსებებს მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი. ეს ბევრად გაზრდის მასწავლებლებს. შეიძლება, მასწავლებელმა ვერ ჩააბაროს გამოცდა, მაგრამ არაჩვეულებრივი იყოს გაკვეთილზე’, - ამბობს იგი აქვე ამატებს, - ’მასწავლებლებს დიპლომში უწერიათ, რომ აქვთ მასწავლებლობის უფლებას. ანუ ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ ჰქონდა მასწავლებლობის უფლება?!’

სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 11 თებერვალს დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდება.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდა.პირველ ეტაპზე სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ: მატემატიკის, ქართულისა და უცხოური ენების პედაგოგებს სურვილისამებრ. 2011 წელს ჩამონათვალს დაემატა შემდეგი საგნები: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია და დაწყებითი კლასები. 2012 წელს კი: ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და მულტილინგვური განათლება. ყოველ წელს, პედაგოგები საგნობრივი გამოცდის გარდა პროფესიულ უნარებსაც აბარებენ.

სერტიფიცირების შედეგად პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მათ კიდევ 200 ლარი ემატებათ, საუკეთესო 25%-ში მოხვედრილი მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარია. სასერტიფიკაციო გამოცდა 2015 წლამდე ნებაყოფლობითია.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სერტიფიცირებისთვის 549 პედაგოგი ემზადება
პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა
პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები გრძელდება
არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები გამოცდების არათანაბარ პირობებზე საუბრობენ