FM97.5 / LIVE

მიხეილ გიორგაძე და მარიამ ჯაში დღეს ვარძიას მოინახულებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.12.2016
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთან ერთად, ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ეწვევა.

მიხეილ გიორგაძე და მარიამ ჯაში დღეს ვარძიას მოინახულებენ

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გააცნობს.

ამჟამად, სამრეკლოს ქვედა უბანზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგიური ზედამხედველობით; გამოიკვეთა ახალი გამოქვაბულები გვირაბებით. მთამსვლელებმა დაამთავრეს დამცავი ბადის გაკვრა. დასრულებულია ასევე, ცალკეული უბნების გამაგრება იტალიელი ექსპერტის კლაუდიო მარგოტინის მითითებით.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია. მხატვრობიდან აღებული სინჯები გადაგზავნილია ლონდონის კურტოს ინსტიტუტში, სადაც ყოველგვარი ჰონორარის გარეშე აკეთებენ ლაბორატორიულ ანალიზებს. მათგან მიღებული პასუხების შედეგად გადაწყდება, თუ როგორ გაგრძელდება კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები - კურტოს ინსტიტუტთან ერთად, ყველა მონაცემის შეჯერებით მუშავდება მომავალი საკონსერვაციო სამოქმედო გეგმა.

ვარძიის კედლის მხატვრობის გადაუდებელ გაწმენდაზე მუშაობენ თბილისის აპ. ქუთათელაძის სამხატვო აკადემიის კედლის მხატვრობის სპეციალისტები, რომლებსაც ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ კურტოს ინსტიტუტის კედლის მხატვრობის დეპარტამენტთან.

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, რომელიც უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად საკმაოდ რთულ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო. მასშტაბური რეაბილიტაცია 2014 წელს მთავრობის ინიციატივით დაიწყო.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს
ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი [Photo]
კულტურის სამინისტრო: ვარძიაში გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების II ეტაპი დასრულდა
ვარძიაში საცხოვრებელი დანიშნულების გამოქვაბულები აღმოაჩინეს
ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა
ვარძიაში ორი ახალი იარუსი და ათი ახალი ქვაბული აღმოაჩინეს
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა