FM97.5 / LIVE

ადგილობრივები რუსული ბაზრის გახსნის შესახებ [Video]

მთავარიეკონომიკა, ვიდეო 06.02.2013
პრემიერ მინისტრის განცხადებას რუსული ბაზრის გახსნის შესახებ, ადგილობრივების ნაწილი ოპტიმიზმით ხვდება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამით არფერი შეიცვლება

ადგილობრივები რუსული ბაზრის გახსნის შესახებ [Video]
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 5 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე ბრუნდება: ”ქართული პროდუქცია დაბრუნდა რუსულ ბაზარზე. პირველ ეტაპზე ღვინო და შემდეგ, უკვე სხვა დანარჩენი”.

აგრარული მიმართულების სამცხე-ჯავახეთში ეს განცხადება არავის გამოპარვია. მითუემეტს, მას შემდეგ, რაც გასულ წლებში არაერთი შემთხვევა იყო, როცა მოსახლოებას ტონობით მოსავალი გაუფუჭდა. ათეულობით ტონა კომბოსტო სარდაფებში დაულპათ 2011 და 2012 წელს ვალეში მცხოვრებლებს. გასაღების ბაზრის არარსებობისა და მოსავლის სარდაფში გაფუჭების გამო ეფექტური რეალიზების წინადადებები შეიმუშვეს და საქმეში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ ახალქალაქში მცხოვრებლებიც.

- ”მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს იმით ვირჩენდით, რომ ჩვენს პროდუქტს რუსეთში ვყიდდით, ახლა ძალიან გაგვიჭირდა ამიტომ მიწებსაც ვეღარ ვამუშავებთ. თუ შეგვეძლება ისევ გავიტანოთ რუსეთში ჩვენი პროდუქტი, ჩვენთვისაც კარგი ინება და სახელმწიფოსთვისაც”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრები ავთო ბალახაშვილი.



მესხეთში მცხოვრებთა უმრავლესობა მოწეულ პროდუქტს ახლა ძირითადად ახალციხის ”ალფა მარკეტში”, კილოგრამობით ყიდის. გლეხები ამბობენ, რომ ტონობით მოსავლის ასე გასაღება ძალიან რთულია, უბრალოდ მათ სხვა გზა არ აქვთ. ამიტომ, რუსული ბაზრის გახსნა მათთვის იმედისმომცემია.

- ”დაბალი ფასებია, არც არავინ იბარებს, ამიტომ გვიწევს გაყიდვა ბაზარში. სამწუხაროდ, მყიდველიც არაა ბევრი და პროდუქტი გვიფუჭდება”, - გვეუბნება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის მკვიდრი მაქაღ მაქაღიანი.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რუსული ბაზრის რისკები და პერსპექტივები
‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
‘ნახევარი პროდუქტი გადავყარე’– მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ
ახალციხეში ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე იმსჯელეს
ბორჯომის ნახანძრალ ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი დაბრუნდა
საახალწლო ბაზარი ახალციხეში – რა ღირს პროდუქტი ‘ალფა მარკეტში’
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი