FM97.5 / LIVE

'მტკვარიჰესზე' გაფიცული მუშების მოთხოვნები კომპანიამ არ დააკმაყოფილა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.11.2016
"მტკვარიჰესზე“ გაფიცულ მუშებსა და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება დასრულდა. მუშების მოთხოვნები კომპანიამ არ დააკმაყოფილა.

'მტკვარიჰესზე' გაფიცული მუშების მოთხოვნები კომპანიამ არ დააკმაყოფილა

როგორც მოლაპარაკებიდან გამოსული ათი მუშა აცხადებს, "საქენერგორემონტმშენი“ მხოლოდ გათავისუფლებული მუშების სამსახურში დაბრუნებას დათანხმდა, თუმცა მათივე ინფორმაციით, სამუშაოზე მხოლოდ იმ მუშებს დააბრუნებენ, რომლებიც კვალიფიციურები არიან.

რაც შეეხება, ხელშეკრულებების დადებასა და დღიურ ანაზღაურებას, მუშების განმარტებით, "საქენერგორემონტმშენის“ უფროსმა აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა.

დღესვე, მოლაპარაკებისას, ათ მუშასთან ერთად იმყოფებოდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა.

ამ დროისათვის "მტკავრიჰესის“ სამშენებლო ობიექტზე შეკრებილი 90–მდე მუშა არ იშლება. ისინი ერთობლივად მსჯელობენ რა გადაწყვეტილება მიიღონ. "სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავენ, რომ თუკი ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ობიექტზე შესასვლელ გზას გადაკეტავენ და სამუშაოებს შეაფერხებენ.

შეგახსენებთ, რომ "მტკვარიჰესზე“ გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მხოლოდ ბეტონზე მომუშვე მუშები არიან. საპროტესტო აქციის მიუხედავად, ობიექტის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მაინც მუშაობს.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"მტკვარიჰესზე“ გაფიცული მუშები ხელმძღვანელობას ხვდებიან
"მტკვარიჰესზე" დასაქმებული მუშების პროტესტი გრძელდება
„მტკვარიჰესზე“ გაფიცული მუშები იურიდიულ დახმარებას ითხოვენ
‘საქენერგორემონტმშენი’ გაფიცულ მუშებზე: გააგრძელებენ პროტესტს და მოვიყვანთ სხვა ხალხს
ვალეში გაფიცულების მოთხოვნები კომპანიამ ნაწილობრივ  დააკმაყოფილა
ვალეში გაფიცული 19 მუშიდან, რომლებიც სამუშაოდ გარდაბანში დააბრუნეს, ოთხი სამსახურიდან გაათავისუფლეს
მუშების პროტესტი „მტკვარიჰესზე“