FM97.5 / LIVE

ანა მიქელაძე: მნიშვნელოვანია, ყველამ პატივი სცეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს

მთავარისიახლე, არჩევნები 08.10.2016
ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ ხმების დათვლამდე შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისგან.

ანა მიქელაძე: მნიშვნელოვანია, ყველამ პატივი სცეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს

„კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრა არის ფარული და მნიშვნელოვანია, ყველამ პატივი სცეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს,“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

ანა მიქელაძემ ასევე ისაუბრა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 5 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ, - „ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 20:00 სთ-იდან დაითვლება და ავღანეთის ორი უბნის შედეგები მხოლოდ ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შესაბამისად, შედეგებთან დაკავშირებული ნებისმიერი წინასწარი ინფორმაცია არ ეფუძნება რეალურ შედეგებს".

ანა მიქელაძემ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

„ამ დროისთვის, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 46 საჩივარი. მათი უმრავლესობა დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. მაგალითად - აგიტაცია საარჩევნო უბანზე, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელება; რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რაც დროულად აღმოიფხვრა; ასევე იყო საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული ხარვეზები. საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

"რაც შეეხება პროცედურულ ხარვეზებს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიში, რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა უყურადღებოდ იმგვარად, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ბიულეტენში №1. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც შეცდომა დაშვებულია რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემისას. საუბნო საარჩევნო კომისიამ აღმოფხვრა ხარვეზი და რეგისტრატორი ჩაანაცვლა სხვა კომისიის წევრი რეგისტრატორით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დიდუბის №14 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კომისიის მიერ წინასწარ, შეცდომით შევსებული ოქმი არის ამოღებული და გაუქმებულია მოხმარებისთვის; საუბნო საარჩევნო კომისიას ახალი შემაჯამებელი ოქმი გადაეცა,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით (R)
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით (R)
კენჭისყრის პროცესი დასრულდა (R)
'სამართლიანი არჩევნების' 17:00 საათის მონაცემები
ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით (R)
'მრავალეროვანმა საქართველომ' ჯავახეთში კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დააფიქსირა