FM97.5 / LIVE

ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით (R)

მთავარირეკლამა 28.11.2018
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით (R)

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.26%, რაც რაოდენობრივად არის 255 251 - ამომრჩეველი.

პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ, 10:00 სთ-ის მდგომარეობთ შეადგინა 215 294 ამომრჩეველი, რაც პროცენტულად 6.14 %-ი იყო.

ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საჩივრების შესახებ და განაცხადა, რომ ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი.

მისივე განცხადებით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას და გარკვეული მონაცემების დამუშავებას, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით. „შევახსენებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია ისეთი მონაცემების ფოტოვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რაც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. ამდენად, მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება,“ - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ დღეს უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი.

ანა მიქელაძემ მედიას პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია:
„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი. ჩვენ გადავამოწმეთ მონაცემი. სინამდვილეში, აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის #8 საარჩევნო უბანზე - კომისიის წევრებმა ოქმში წინასწარ მიუთითეს სახელები და გვარები და მოაწერეს ხელი. დაწერილია საჩივარი. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ეს ოქმი ამოღებულია უბნიდან;

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დიდუბის #29-ე უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან. აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს“ - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით (R)
ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით (R)
ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
კენჭისყრის პროცესი დასრულდა (R)
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით (R)
ანა მიქელაძე: მნიშვნელოვანია, ყველამ პატივი სცეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს
ხვალიდან ამომრჩევლებისთვის ბარათების დარიგება იწყება