FM97.5 / LIVE

ენმ-ს ბრალდებები ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მისამართით

მთავარისიახლე, არჩევნები 06.10.2016
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციაში, #37-ე ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს თეა გავაშელს, პარტიების მიერ არჩეულ კომისიის წევრებზე ზეგავლენაში ადანაშაულებენ.

ენმ-ს ბრალდებები ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მისამართით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ბარძიმაძემ, რომელიც ახალციხის საოლქო კომისიის წევრია, დღეს, 6 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა და თავმჯდომარე თეა გავაშელი კომისიის სხვა წევრებზე გავლენის მოხდენაში დაადანაშაულა.

„სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტილებებს თეა გავაშელის მინიშნებით ღებულობენ. თეა გავაშელი რომ აწევს ხელს, ყველა პარტიამ უნდა აწიოს“, -ამბობს ბარძიმაძე და ამატებს, რომ ზეწოლა გავაშელზეც სავარაუდოდ უშიშრობის მხრიდან ხორციელდება.
ზეგავლენის მცდელობის მაგალითად ბარძიმაძე კომისიის წევრების შერჩევის სხდომას ასახელებს, რომელზეც მისი თქმით, უშიშროების თანამშრომელმა გავაშელს მისცა მითითებები, წევრებად ვინ უნდა შერჩეულიყვნენ.

„მანამ წევრები აირჩეოდნენ, წინასწარ დაურიგდათ ფურცლები, რომელზეც მონიშნული იყო წერტილებით კომისიებში ასარჩევი ხალხი. შუა შეხვედრაზე თეა გარეთ გავიდა, კი თქვა, რომ ცუდად ვარო, მაგრამ იქ სავარაუდოდ სუსის თანამშრომელი იყო და მითითებები მისცა“, - განმარტავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე.

ბარძიმაძე საოლქო კომისიის წევრებს აქტიურობას უწუნებს და ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში არცერთ კვალიფიციურ პარტიას, რომელიც კომისიის წევრია თავმჯდომარისათვის საჩივრით არ მიუმართავთ.

„სულ არ იგრძნობა, რომ აქ რომელიმე პარტია ობიექტური არჩევნების ჩატარებაზე ზრუნავს. ფაქტობრივად, 12 წარმომადგენელი ერთის წინააღმდეგაა“, - ამბობს ბარძიმაძე.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქის კომისიის წევრის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს თავმჯდომარეს თეა გავაშელს: „ყველა კომისიის წევრი ზრდასრულია და გადაწყვეტილებებსაც თვითონ იღებს. ბარძიმაძემ რაც უნდა ის თქვას, თავისი ნებაა, მე სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია“.

მიუხედავად ამ მძიმე ბრალდებებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი ისე დაასრულა, არც რაიმე კონკრეტული დოკუმენტი გაუსაჯაროებია და არც სუს–ის თანამშრომლების ვინაობა გაუმხელია.

რაც შეეხება, საუბნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესს, შეგახსენებთ, ამ თემაზე „სამხრეთის კარიბჭე“ ადრეც წერდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს
ახალციხის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თეა გავაშელი მესამე ვადით აირჩიეს
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
რის მიხედვით შეირჩა  ახალციხეში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები
ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები
'ოცნების შპარგალკებით მოვიდნენ' – რატომ დაატოვებინეს ენმ–ს წარმომადგენელს ახალციხის საარჩევნო ოლქი