FM97.5 / LIVE

კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N46 ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქი

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, მე ვირჩევ 30.09.2016
ახალქალაქი – ნინოწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატების პასუხები ერთსა და იმავე კითხვებზე. ნახეთ, რა ხედვები აქვთ კანდიდატებს და შეადარეთ მათი პასუხები.

კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N46 ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქი

ახალქალაქი – ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარობის რვა კანდიდატია. რვავე მათგანს ერთი და იგივე კითხვები გავუგზავნეთ. პასუხები შვიდმა კანდიდატმა დაგვიბრუნა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, არსენ კარაპეტიანმა ინტერვიუზე უარი თქვა.

1. რა ინიციატივებს შესთავაზებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად?

N1 შაქრო აივაზიანი: ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ისეთი პრობლემებია, ჯერ არაა ეკონომიკაზე სასაუბრო დრო. აქ ხალხი სოფლებში ცხოვრობს, სადაც სასმელი წყალი არ აქვთ; არც გზებია; წარმოგიდგენიათ, რომ 21–ე საუკუნეში ხალხს სასმელი წყალი არ აქვს. რა დროს ეკონომიკაა, ჯერ ეს საკითხები უნდა მოგვარდეს.

N5 არსენ კარაპეტიანი: პასუხების გაცემა არ ისურვა.

N6 აშოტ საარიანი: ჩვენთან, ახალქალაქშიც და ნინოწმინდაშიც ბევრი პრობლემაა, ამაზე საუბარს დიდი დრო უნდა. წყლის პრობლემებია, გზების, საბავშო ბაღებისა და სკოლების, ადგილობრივი პროდუქტი არ იყიდება. ბევრი, ბევრი პრობლემაა, ეს ყელაფერი კი კავშირშია ეკონომიკათან.

N8 მერუჟან კარახანიანი: სოფლის მეურნეობას უნდა დაეხმაროს სახელმწიფო პირველ რიგში, იმისთვის, რომ ხალხი ადგილზე დარჩეს და შემოსავალი გაიზარდოს.

N26 არმენაკ ფოლორჩიანი: სოფლის მეურნეობის განვითარებაა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სფერო როცა ძლიერი იქნება, ძლიერი იქნება სახელმწიფოს ეკონომიკა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვიარებაა საჭირო იმისათვის, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს და ამასთან ერთად ეკონომიკაც გაძლიერდეს.

N41 ენზელ მკოიანი: უნდა განვითარდეს ეკონომიკა, ეს არის ყველაზე მთავარი. ინვესტიციები უნდა იყოს, მშენებლობები, რომ ხალხმა იმუშაოს. პირველ რიგში ინვესტიციებია საჭირო. თავისუფალ ეკონომიკურ ზონად შეიძლება გამოცხადება, რაც მოიძევდა უცხოურ ინვესტიციებს. ჯავახეთის ბევრი მცხოვრები ცხოვრობს ამ ეტაპზე უცხოეთში და შეძლებდნენ ამ მხარეში ინვესტიციების ჩადებას. ეს ინვესტიციები შეიძლება იყოს ტურიზმის მიმართულებით, გზების მშენებლობა, საზღვრისპირა რეგიონი ვართ და შეიძლება ამის ეფექტურად გამოყენება ეკონომიკური კუთხით.

N42 არტაშეს პალანჯიანი: პირველ რიგში ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო, მითუმეტეს ისეთ რეგიონში, სადაც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია.

N43 რობერტ ჯაღაცპანიან: საარჩევნო პროგრამაში ერთ–ერთ პრიორიტეტად მიჩნეული მაქვს სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მთავრობისა და პარლამენტისათვის მათი შეთავაზება. ორივე რაიონი უნდა სარგებლობდეს გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი აგროსესხებით, მოზიდულ იქნას გრანტები და მოძიებულ იქნას ინვესტორები, ასევე გასაღების ბაზრები. რაიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სექტორის სრულყოფილი დაფინანსება ნაწილობრივ აგვარებს დასაქმების პრობლემას, რაც ამცირებს უმუშევრობას.

2. რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ნინოწმინდა–ახალქალქში გაიზარდოს სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა;

N1 შაქრო აივაზიანი: ჯერ სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, რომ მოტივაცია ჰქონდეთ. 50%–ზე მეტმა იცის სახელმწიფო ენა, ისინი ამთავრებენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავებლებს, იციან ენაც, მაგრამ არ იცან სად იმუშაონ. ასევე საჭიროა გარემო, რომ იურთიერთონ ქართველებთან. როცა შეხება აღარ გაქვს, ენა გავიწყდება.

N5 არსენ კარაპეტიანი: პასუხების გაცემა არ ისურვა.

N6 აშოტ საარიანი: სახელმწიფო ენას სწავლობენ ჯავახეთის სკოლებში. ხალხმა, ახალგაზრდებმა, თვითონ უნდა მოინდომონ, რომ ქართული ენა ისწავლონ. მაგალითად, მე დავამთავრე სომხური სკოლა და ამის შემდეგ ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ, ჟვანიას სკოლაში, ქუთაისში, ას უნდა ეცადოს ხალხიც, თვითონ უნდა მოინდომონ.

N8 მერუჟან კარახანიანი: ახალქალაქში უნვერსიტეტი ან ინსტიტუტი უნდა გაიხსნას, სადაც ქართველებიც ისწავლიან და სომხებიც. დიდი სასაწავლებელი, სადაც ერთად იცხოვრებენ და ისწავლიან ახალგაზრდები.

N26 არმენაკ ფოლორჩიანი: სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობის გასაზრდელად, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გამოიცეს ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც სკოლებს შეეფერება. მაგალითად, ზოგან ტექსტები ამოღებულია და მოსასმენებია, არ არის ისეთი პირობები სკოლაში, რომ მოვასმენინოთ ბავშვებს და ისე აიხსნას გაკვეთილიები. ასევე ბევრი მსგავსი ხარვეზებია.

N41 ენზელ მკოიანი: ფოკაში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, უკვე გახსნილია სპეციალური კლასები, სადაც ასწავლიან სახელმწიფო ენას. ახალგაზრდები უკვე სწავლობენ. მე ვფიქრობ, რომ მასმედიის ყველა საშუალებით გვაუწიო აგიტაცია, სახელმწიფო ენის შესწავლას.

N42 არტაშეს პალანჯიანი: პირველ რიგში მოტივაცია უნდა ჰქონდეთ ადამიანებს და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ხელი კი არ უნდა შეუშალოს მათ, ვინც მუშაობს, პირიქით, ვინც იცის სახელმწიფო ენა, ის უნდა დაასაქმოს, დანიშნოს სხვადასხვა პოზიციებზე. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ არანაირი პერსპექტივა არ არის, პირველ რიგში ეს უკარგავს მას მოტივაციას. როდესაც საკუთარი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო მეტ ნდობას გამოამჟღავნდებს, როდესაც სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს, მერე ისწავლიან. ახლა არსად, არც საბაჟოზე, არც პატრულში, უმცირესობები არ მუშაობენ და თქვენ საუბრობთ – ენა, ენა.... ადამიანს უნდა ჰქონდეს მაგალითი, რისკენაც სწრაფვა ექნება.

N43 რობერტ ჯაღაცპანიან: სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა გაატაროს რამდენიმე კონკრეტული ღონისძიება: უნდა გაიზარდოს ქართული ენის კვალიფიციურ პედაგოგ-მასწავლებელთა რიცხვი, უნდა გაიზარდოს მათი ხელფასი, მათთვის უნდა დაწესდეს არა 30% შეღავათები, არამედ მინიმუმ 50 %-იანი, ისინი უნდა სარგებლობდნენ უფასო მომარაგებით ზამთრის პერიოდში, რადგან უმკაცრეს კლიმატურ პირობებში უწევთ მუშაობა, სადაც ზამთარი 6 თვეს გრძელდება. ეთნიკური სკოლების მოსწავლეებს შორის პერმანენტულად უნდა ტარდებოდეს საგამოცდო ტურები და გამარჯვებულები უნდა ჯილდოვდებოდნენ, რაც მოახდენს მათ სტიმულირებას და დაინტერესებას, უფრო სრულყოფილად ფლობდნენ სახელმწიფო ენას.

3. რა სტრატეგია გაქვთ ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად;

N1 შაქრო აივაზიანი: ვიმეორებ, განათლებაა საჭირო, მოტივაცია და გარემო.

N5 არსენ კარაპეტიანი: პასუხების გაცემა არ ისურვა.

N6 აშოტ საარიანი: ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, ვცხოვრობთ მშვიდობიანად, არ მგონია, რომ ინტეგრაცია პრობლემაა. უბრალოდ ისაა, რომ სკოლებში ცოტაა სომხური ენის საათები. სომხურენოვან სკოლებში მეტო საათები უნდა ეთმობოდეს სომხური გრამატიკისა და ლიტერატურის შესწავლას.

N8 მერუჟან კარახანიანი: ამაზე უკვე გიპასუხეთ.

N26არმენაკ ფოლორჩიანი: პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქალაქების თუ სოფლების კეთილმოწყობა, რათა ადგილობრივებს შევუქმნათ აქ გაჩერების პირობები. ასევე ჯანდაცვის გაუმჯობესება, რაც მთავარი პრობლემა ხდება ადგილობრივებისთვის.

N41 ენზელ მკოიანი: ფაქტობრივად უკვე მუშაობენ, ახლა ყველა სწავლობს ქართულ ენას, ყველა სკოლაში არიან ქართულის მასწავლებლები. ყველა მიხვდა რომ თუ უნდა საჯარო სამსახურში მუშაობა, სახელმწიფო ენა უნდა ისწავლოს. ამიტომ, ნელ–ნელა ახალგაზრდებმა უკვე დაიწყეს ენის შესწავლა.

N42 არტაშეს პალანჯიან: ყოველთვის ვამბობ, რომ ინტეგრაციისთვის პირველ რიგში ადამიანს უნდა მისცე შესაძლებლობა განავითაროს თავისი კულტურა, ენა... როდესაც მაგალითდ, სკოლაში, გაკვეთილებზე ის შეძლებს შეადაროს თავისი კულტურა, სხვის კულტურას, შეითავსოს კარგი სხვა კულტურიდან, ეს იქნება პირველი ნაბიჯი ინტეგრაციისთვის. თუ ჩვენ ყოველწლიურად ვუზღუდავთ შესაძლებლობას ისწავლოს მშობლიური ენა, ვგულისხმობ სომხურ ენას, ისტორია (გაკვეთილები არ უნდა მცირდებოდეს), ეს არის ნაბიჯები იმისკენ, რომ ადამიანს პირიქით, ხელს ვკრავთ. და მესამე, ინტეგრაცია გულისხმობს მისცე შანსი ადამიანს, მონაწილეობდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს მოწყვეტილად (და ეს ჩვენს რეგიონში ძალიან იგრძნობა, არჩევნების დროსაც და ამას საკადრო პოლიტიკაც ემატება), ის გაუცხოებულიცაა და ის ვერასდროს შეძლებს ინტეგრაციას.

N43 რობერტ ჯაღაცპანიან: აუცილებელია, ადგილობრივმა მოსახლეობამ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს ქართულ-სომხურ ენაზე, უფრო მეტი ადგილობრივი მკვიდრი უნდა დაწინაურდეს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ მმართველობაში, ხელისუფლების და საჯარო სამსახურის სხვადასხვა შტოში, რაც რადიკალურად ცვლის მათ ხედვას და აღქმადობას საერთო სახელმწიფოებრივი სივრცის მიმართ. უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ გადაცემებს სომხურ ენაზე, უნდა ტარდებოდეს უფრო ხშირი ექსკურსია - ტურები მოსწავლე ახალგაზრდობისათვის, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ეწყობოდეს სომხური და ქართული კულტურის დღეები.

4. ახალქალაქში გადის ყარსი–ახალქალაქის რკინიგზა, რა ინიციატივა გაქვთ იმისათვის, რომ ამ პროექტისგან ჯავახეთმა გაცილებით მეტი ეფექტი მიიღოს.

N1 შაქრო აივაზიანი: პირველი, უსამართლობაა, რომ მშენებლობაზე არცერთი ადგილობრივი არ არის დასაქმებული. მეორეც, აქ ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, რომ ტურისტები რომ შემოვლენ, დარჩნენ: სასტუმროები, კვების ობიექტები, ისეთი კურორტი შეიძლება გაკეთდეს, როგორიც ბაკურიანია. ეს იქნება მეტი ეფექტი.

N5 არსენ კარაპეტიანი: პასუხების გაცემა არ ისურვა.

N6 აშოტ საარიანი: ფაქტია, რომ მშენებლობა მიდის, ხალხი მუშაობს, მაგრამ ეს ხალხი არ არის სომეხი ეროვნების, როგორც ვიცი, არც ქართველები მუშაობენ, ანუ, გამოდის რომ, ადგილობრივი მოსახლეობა არ არის დასაქმებული. ეს არის პრობლემა. მე ამ ეტაპზე მიჭირს, ამ საკითხის გარდა რას უნდა მივაქციო ყურადღება.

N8 მერუჟან კარახანიანი: ადრე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აი, ჩვენ ვხსნით ახალ რკინიგზას, სადაც ხალხი დასაქმდება, 4000 ადამიანი, მაგრამ არცერთ ადგილობრივს მშენებლობაზე არ უმუშავია. რა არის საჭირო, ამ ეტაპზე მიჭირს ამის თქმა.

N26 არმენაკ ფოლორჩიანი: პირველ რიგში, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ და აქედან თავიან ოჯახებში შევიდეს სარგებელი. რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სწრაფი კვების ობიექტები და მაღაზიები, იმისათვის, რომ ადგილობრივებმა ამ რკინიგზის მუშაობით რაიმე სარგებელი მიიღონ.

N41 ენზელ მკოიანი: ჰპირდებიან, რომ როდესაც მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება, იქ ადგილობრივებს დაასაქმებენ. დაჰპირდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება.

N42 არტაშეს პალანჯიან: საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი საქართველოს ინტერსებში არ შედის. ადგილობრივ მოსახლეობას ნამდვილად, დღემდე, ამ პროექტიდან არანაირი მოგება არ ჰქონია. ეს არის გაფუჭებული ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგომარეობა – ეს ფაქტია. მეტიც, ბევრმა, ვის ტერიტორიასაც შეეხო, კომპენსაციაც კი ვერ მიიღო. სახელმწიფომ უნდა გადახედოს ამ პროექტს, პირველ რიგში ეს ხომ სესხია, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა დიდხანს, წლობით უნდა ვიხადოთ და ეს უნდა ვიხადოთ იმიტომ, რომ ბათუმის პორტი განიტვირთოს. ამ ყველაფრის შედეგად კი ჩვენ თურქეთის ინფრასტრუქტურას გავაუმჯობესებთ. რა უნდა გაკეთდეს? სახელმწიფო უნდა დადგეს ადგილობრივების მხარეზე, თავისი მცხოვრებლების მხარეზე დაგადახედოს მთელ რიგ საკითხებს ამ პროექტში: უნდა მოეწყოს მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა, უნდა დასაქმდნენ ადგილობრივები და ა.შ. მე ვფიქრობ რომ ეს არის პირველ რიგში ყურადსაღები.

N43 რობერტ ჯაღაცპანიან: ყარსი -ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და იმისათვის, რომ ამ პროექტიდან ჯავახეთმა მიიღოს მეტი ეფექტი, მიმაჩნია უპირველესად საჭიროა, მაქსიმალურად დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, რაც უკმაყოფილების მიზეზია დღიდან ამ პროექტის დაწყებისა, რადგან ადგილობრივები ხედავენ, თუ როგორ საქმდებიან ჩამოყვანილი კადრები და ადგილობრივებს არ ეძლევათ საშუალება, დასაქმდნენ საკუთარ რაიონში და იძულებული ხდებიან მიაშურონ სხვადასხვა ქვეყნებს.

[ვარლამ წიკლაური, ახალქალაქი–ნინოწმინდა]

კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N46 ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქიკითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N46 ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქი
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდა–ახალქალაქის ოლქში ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს
ადგილობრივების შეფასებები ენის სტატუსის შესახებ

ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალქალაქი–ნინოწმინდა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]