FM97.5 / LIVE

ახალციხეში „ზებრა“ გადასასვლელები მოხატეს [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 01.10.2016
მზე, ზღვა და გვირილები – 1 ოქტომბრის დილას ახალციხე ფეხით მოსიარულეთა მოხატული გადასასვლელებით შეხვდა.

ახალციხეში „ზებრა“ გადასასვლელები მოხატეს [Photo]

როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაარკვია, გადასასვლელები გუშინ, გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტებმა მოხატეს. ამისთვის ხარჯები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გაიღო.

„გვინდა, რომ ჩვენი ქალაქის გალამაზებაში წვლილი შევიტანოთ. ასევე, დავამკვიდროთ ზებრა გადასასვლელით სარგებლობის კულტურა“, - გვითხრა, „ქართული ოცნების“ ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ცუხიშვილმა.

ქალაქის ორი ცენტრალური ქუჩის გადასასვლელებზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, მწვანე ფონზე გვირილები და ზღვის ტალღებზე მზე, ასევე პალმები მოხატეს.

როგორც გიორგი ცუხიშვილი აცხადებს, გადასასვლელების მოსახატად საღებავები, ახალციხე-ადიგენის ოლქში დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კოპაძის დაფინანსებით შეიძინეს.

ახალციხეში „ზებრა“ გადასასვლელები მოხატეს [Photo]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს
ახალციხეში “ზებრა” გადასასვლელები და საპარკინგე ადგილები დახაზეს [Photo]
ახალციხეში ახალგაზრდებმა ქვეითად გადასასვლელი მოხატეს
ახალციხეში ჯერ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პლაკატებია გაკრული
დასეტყვილი ახალციხის ქუჩებს ‘ოცნების’ აქტივისტები ასუფთავებენ [Photo]
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში
'ქართული ოცნების' კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან [R]