FM97.5 / LIVE

გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, SK TV, დღის კითხვა 22.09.2016
არჩევნებამდე 17 დღით ადრე, „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, იცნობენ თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატებს ამომრჩევლები და სოფელ აწყურსა და ქალაქ ვალეში მცხოვრები მოქალაქეები გამოკითხა.

გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ახალციხე-ადიგენის ოლქში წარდგენილი დეპუტატობის ათი კანდიდატიდან მოსახლეობის უმეტესობა მხოლოდ ორ მათგანს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი კოპაძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ვაჟა ჩიტაშვილს იცნობს.



შეგახსენებთ, ახალციხე-ადიგენის N45–ე მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატები არიან:

N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – კობა გორგოძე;
N3 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" – ბესიკ ხითარიშვილი;
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ვაჟა ჩიტაშვილი;
N7 „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – გოდერძი კუბლაშვილი;
N8 საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" –ნიკოლოზ ინასარიძე;
N19 საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐ მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – ტარიელ ხაჩიძე;
N23 საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ – ზურაბ პაქსაძე;
N27 ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები – შალვა გოგოლაძე;
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გიორგი კოპაძე;
N42 საინიციატივო ჯგუფი - გოჩა ათოშვილი, თამაზ ბარბლიშვილი, ავთანდილ მამუკაშვილი, რევაზ გოგოლაძე, რომანი მაისურაძე – ნუგზარ პარუნაშვილი

გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video] 90-იან წლებში ქალაქ ახალციხის საქალაქო საკრებულოს წევრი, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ქალაქის მერი იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი კოპაძე.



გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video] ვაჟა ჩიტაშვილი 2012 წელს არჩეული, მერვე მოწვევის პარლამენტარია, რომელიც მანამდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. იყო ახალციხის გამგებელიც.



გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video]ბოლო პერიოდში, ადიგენში, არასამთავრობო ორგანზაცია „საზოგადოებრივ დარბაზს“ ხელმძღვანელობდა კანდიდატი პარტიიდან „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსათვის“ – გოდერძი კუბლაშვილი.



გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video] რამდენიმე თვის განმავლობაში ახალციხის გამგებლის პოსტი ეკავა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატს ბესიკ ხითარიშვილს.




გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video] 2014 წლიდან საკრებულოს წევრია „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა გოგოლაძე (რომელმაც იურიდიული კომისიიდან პარტიული ნიშნით გადაყენების გამო ქალაქის საკრებულოს სასამართლო მოუგო).



გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video] ცენტრალურ უწყებაში წამყვანი პოზიცია ეკავა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალციხე-ადიგენის კანდიდატს კობა გორგოძეს. იგი დევნილთა სამინისტროში, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.



გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video] ბოლო წლებში, სხვასხვა პოზიციაზე, საქართველოს პარლამენტში მუშაობდა „პატრიოტთა ალინსის“ დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ინასარიძე. იგი ალიანსს მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებისას შეუერთდა.



გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video] 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრი იყო „თოფაძე მრეწველები -ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატი ტარიელ ხაჩიძე.




გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video] წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადსხვა პოზიციაზე მუშაობდა ახალციხე-ადიგენის ოლქში „ჩვენები-სახალხო პარტიის“ კანდიდატი ზურაბ პაქსაძე. ამავე პარტიიდან 2014 წლის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს წევრად იყრიდა კენჭს, თუმცა წარმომადგენლობითი ორგანოს მანდატი ვერ მოიპოვა.



გამოკითხვა: იცნობთ თუ არა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატებს [Photo/Video] დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი კი ჯერ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, შემდეგ გუბერნატორი, 2004-08 წელებში კი პარლამენტის წევრი იყო.



[ლუბა გიორგაძე, ახალციხე–ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკოს მონაცემები 09:00 საათისთვის ახალციხე–ადიგენის ოლქში
ცესკოს ბოლო მონაცემები ახალციხე–ადიგენის ოლქში
სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები [ცესკო, 15 სექტემბრის მონაცემები]
სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები
27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში
მაჟორიტარების ბრძოლა ამომრჩევლის ხმებისთვის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]