FM97.5 / LIVE

„ნაციონალებმა“ ახალციხეში საარჩევნო პროგრამა წარადგინეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 12.09.2016
რა ეამაყებათ ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში; პარტიამ რეგიონში საარჩევნო პროგრამა წარადგინა;

„ნაციონალებმა“ ახალციხეში საარჩევნო პროგრამა წარადგინეს
დღეს, 12 სექტემბერს, ახალციხის ცენტრალურ პარკში „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა“ შეკრება 12:00 საათიდან დაიწყეს. თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიული სიის პირველი ათეულის წარმომადგენლებს და სხვა ახალ სახეებს ელოდნენ.

„ცენტრალურ პარკში შეკრებილებს“ დავით ბაქრაძემ მიმართა: „ახალციხე სიმბოლური ადგილია ჩვენთვის, რადგან როცა ვლაპარაკობთ განვითარებაზე, ამ გავნითარების სიმბოლო არის ახალციხე, მაგრამ დღეს ახალციხე არის სიმბოლო გაჩერებული განვთარებისა“.

მისი თქმთ, წლების წინ ბევრმა თბილისელმა ახალციხე რუკაზეც კი არ იცოდა სად იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქალაქში განხორციელებული პროექტებისა და აშენებული „ახალციხის ციხის“ შემდეგ კი დედაქალაქში სირცხვილად მიაჩნიათ, თუ ახალციხე ნანახი არ აქვთ: „რაბათის შემდეგ ახალციხე და ახალქალაქი ერთმანეთში აღარ ერევათ“.

რაბათზე საუბრით დაიწყო გამოსვლა სანდრა რულოვსმაც: „ზუგდიდში პერსპექტიული ადგილია „რუხის ციხე“ ქვია. იქ როცა ვიყავით ვთქვით, რომ აქ მეორე რაბათი უნდა ავაშენოთ. რაბათი მისაბაძი, სამაგალითო გახდა“.

„ნაციონალებმა“ ახალციხეში საარჩევნო პროგრამა წარადგინეს

რუსლოვსის თქმით, ქვეყანაში წინსვლა და აღმშენებლობა 9 ოქტომბრის შემდეგ უნდა დაიწყოს: „ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს მაცივარში, მათ ვადა 9 ოქტომბრამდე აქვთ, ამის მერე კი უნდა გავაგრძელოთ სკოლების, გზების შენება, გაზიფიცირება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ქვეყანაში სიღარიბის დამარცხება და სამუშაო ადგილების შექმნაა. პარტიის ლიდეტების თქმით, 2017 წლისთვის საქართველოს მასშტაბით 50 000 სამუშაო ადგილი იქნება.

„დეტალური გეგმა გვაქვს, როგორ შევამცირებთ გადასახადებს, ვისაც მცირე ბიზნესი აქვს და 250 ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვს დღეში, ის გათავისუფლდება გადასახადებისაგან. ის ვისაც 500 ლარზე ნაკლები აქვს დღიური ბრუნვა, მხოლოდ ფიქსირებულ სამ პროცენტს გადაიხდის. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ადამიანი ფულს სახლში წაიღებს და ამ თანხით მინისტრი არ აიღებს პრემიას“, – აცხადებს ბაქრაძე.

მისივე თქმით, ასევე მნიშვენლობიანია პენსიის გაზრდა და სოციალურად დაუცველებისთვის მოხსნილი დახმარებების აღდგენა.

გამომსვლელებმა საგარო პოლიტიკაზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ყველაზე მთავარი საქართველოსთვის ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაა. მათი თქმით, ქვეყნის განვთარება, ავროპასთან დაახლოებაა.

„ეკონომიკური განვითარების ზრდა არის ის, რომ საქართველოში შემოვიდეს ევროპული ინვესტიცია. „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის ამ მიმართულებით როგორ უნდა იმუშაოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

განათლების მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაზე პედაგოგმა მარიამ რამინაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პედაგოგის მინიმალური ხელფასი 600 ლარი იქნება. სახელმწიფო კი 5000–მდე გაზრდის ი სტუდენტების ოდენობას, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლას დაუფინანსებენ: „ასევე ახალციხეში აშენდება ჩვენი დაპირებული მასწავლებლების სახლი, რის შემდეგაც პედაგოგებს თბილისში სიარული აღარ მოუწევთ. გეყოლებათ ისეთი განათლებული შვილები, რომ თქვენ სიბერეს უზრუნველყოფენ“.

„ნაციონალებმა“ ტრიბუნიდან ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დაუსრულებელ რემონტსა და მეორე საჯარო სკლის კანალიზაციით დატბორილ ეზოზეც ისაუბრეს.

„პირველი სკოლის ბავშვები ისევ ორ სხვა სკოლაში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს. მეორე სკოლასთან კი ამ უნიათო ხელისუფლებამ, ის ვერ შეძლო, რომ კანალიზაცია გაეწმინდათ. ამ სკოლასთან ანტისანიტარიაა.

პარტიის ახალი სახეებისა და ლიდერების გამოსვლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

„ნაციონალებმა“ ახალციხეში საარჩევნო პროგრამა წარადგინეს

„ნაციონალებმა“ ახალციხეში საარჩევნო პროგრამა წარადგინეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ბაქრაძე: ხალხს არ სჭირდება დაკეტილი რაბათი
'ნაციონალებმა’ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი წარადგინეს
დავით ბაქრაძე ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა
ენმ რაიონებში კორუფციული სქემების გახსნას გეგმავს – შეხვედრები სამცხე–ჯავახეთში
თბილისში 'ნაციონალური მოძრაობის' შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი
ენმ–მ მესხეთში კანდიდატები წარადგინა