FM97.5 / LIVE

ადიგენის ათ სოფელში გარე განათების ბოძები დამონტაჟდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.09.2016
დაბა აბასთუმანსა და ადიგენის ათ სოფელში 130 გარე განათების ბოძი დაიდგმება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ადიგენის ათ სოფელში გარე განათების ბოძები დამონტაჟდება
ადიგენის სოფლებში: უდეში, ზაზალოში, შოყაში, ქვემო ენთელში, იმერთუბანში, წრეში, იჯარეთში, უტყისუბანში, ფლატეში, არზნესა და დაბა აბასთუმანში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 2 სექტემბერს გამოცხადდა. დოკუმენტაციის თანახმად:

დაბა აბასთუმანში – გარე განათების ქსელს 9 ახალი ბოძი დაემატება: 3 მათგანი ასათიანის ქუჩაზე (სახანძროს მიმდებარე ტერიტორია), 1 – საბავშვო ბაღის მიმდებარედ, 5 ბოძი კი ,,შირაების ჩიხში“ დაიდგმება.

სოფელ უდეში გარე განათების ქსელი ორ უბანზე მოეწყობა: ,,ზაქორიების“ მიმართულებით, სადაც 12 განათების ბოძი დაიდგმება და ,, მრგვალი გორის“ მიმართულებით, სადაც 17 ბოძი უნდა განთავსდეს.

სოფელ ზაზალოში სოფლის ცენტრალურ გზაზე განათების 12 ბოძი დაიდგმება.

სოფელ შოყაში გარე განათება ორ უბანზე მოეწყობა, პირველ უბანზე – 13, ხოლო მეორე უბანზე 7 ბოძი განთვასდება.

სოფელ ქვემო ენთელში გარე განათების ქსელის გასაგრძელებლად 2 ბოძი დაემატება.

სოფელ იმერთუბანში მოეწყობა 4 ბოძი, 5 ლამპიონით. (ერთი ბოძზე ორი ლამპიონი განთავსდება)

სოფელ წრეში დამონტაჟდება 5 ბოძი, ორ მათგანზე 2 ლამპიონი განთავსდება.

სოფელ იჯარეთში გარე განათების ქსელის მოსაწყობად 34 ბოძი დაიდგმება.

სოფელ უტყისუბანში 5 ბოძი განთავსდება და ახალი ქსელი არსებულ ქსელთან დაერთდება.

სოფელ ფლატეში 3 ბოძი დამონტაჟდება და ახალი ქსელი არსებულ ქსელთან დაერთდება.

სოფელ არზნეში გარე განათების ქსელის გასაგრძელებლად მოეწყობა 7 ბოძი.

გარე განეთების ქსელების მოსაწყობად, ადიგენის გამგეობის ბიუჯეტიდან სულ 51 694 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით თვე–ნახევარში უნდა დაასრულოს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის სოფელ საირმეში 4 თვეა გარე განათების ჩართვას ელოდებიან

სოფელ საყუნეთში გარე განათების სისტემა ეწყობა ®
კეცხოველის ქუჩაზე პანდუსი, რომლის შუაშიც გარეგანათების ბოძი იყო, მოანგრიეს
წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა
საირმეში ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ გარე განათება ჩართეს

დაბა ადიგენსა და 4 სოფელში გარეგანათება დამონტაჟდება
800 თუ 330? – რამდენი ლამპიონი შეიცვალა ბორჯომის პარკში