FM97.5 / LIVE

საირმეში ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ გარე განათება ჩართეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.05.2020
გარე განათება, რომლის მოწყობაც ადიგენის სოფელ საირმეში დეკემბერში დასრულდა, გუშინ 12 მაისს ჩართეს.

საირმეში ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ გარე განათება ჩართეს

სოფელ საირმეში გარე განათება მას შემდეგ ჩართეს, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა მოამზადა. აქ განათების ბოძები დეკემბერში დაიდგა, მოსახლეობა დენის ჩართვას ოთხი თვის განმავლობაში ელოდებოდა.

მაშინ ადიგენის მუნიციპალიტეტში განმარტეს, რომ პრობლემა საგანგებო მდგომარეობამ შექმნა: „კომპანია, რომელიც აკეთებდა ამ ბოძებს, დაასრულა სამუშაოები. შემდეგში, ენერგო-პრო ჯორჯიას ჰქონდა 60 დღის ვადა, რომ ჩაერთო განათება. ამ ვადაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად, ვერ მოხერხდა, რომ დასრულებულიყო ჩართვა. რადგან ახლა განახლდა სამუშაოები, დაასრულდება და ჩაირთვება“, - განაცხადეს ადიგენის მერიაში 5 მაისს.

ერთი კვირის შემდეგ დასახლება განათდა: „გუშინ იყვნენ მოსულები საღამოს და ჩართეს. როგორც იქნა გაანათეს“, - ამბობს საირმეში მცხოვრები ჯამბულ აბულაძე.

საირმეში გარე განათების საერთო სიგრძე 1 427 მეტრია, სადაც 37 ბოძი 2019 წლის დეკემბერში დაიდგა. მთლიანი ქსელის მოწყობისთვის ტენედრში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „გუნგლს“ ვადა 2020 წლის 10 იანვრამდე ჰქონდა.

ტენდერი საირმეს გარე განათების ქსელის მოწყობასა და მეზობელი სოფლის ჭელას განათების ქსელის რეაბილიტაციაზე 2019 წლის ნოემბრეში ერთდროულად გამოცხადდა, მათი საერთო ღირებულება 31 471 ლარია. თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

[თაკო ფეიქირშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის სოფელ საირმეში 4 თვეა გარე განათების ჩართვას ელოდებიან

ადიგენის ათ სოფელში გარე განათების ბოძები დამონტაჟდება
ზარზმელის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდა
წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა
ახალციხის გარეუბნებში გარე განათება მონტაჟდება
სოფელ საყუნეთში გარე განათების სისტემა ეწყობა ®
გარე განათების მეორადი ბოძებით შიდა ქუჩები განათდება