FM97.5 / LIVE

ნინოწმინდასა და ტამბოვკაში საძოვრების პრობლემა აქვთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.06.2020
მორიგი პროტესტი ნინოწმინდაში, ადგილობრივები ისევ საძოვრების პრობლემაზე ჩივიან. ამჯერად დახმარებას ქალაქ ნინოწმინდის და სოფელ ტამბოვკას მოსახლეობა ითხოვს.

ნინოწმინდასა და ტამბოვკაში საძოვრების პრობლემა აქვთ

ქალაქ ნინოწმინდაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საძოვრების ფართობი ყოველწლიურად მცირდება. გარდა ამისა, გზა, რომლითაც პირუტყვი საძოვარზე დაჰყავთ, გაყიდულია.

„სად არის კანონი და ხელმძღვანელობა?! 500–მდე საძოვარი უკანონოდ გაყიდეს. ვის აქვს უფლება საძოვრების გაყიდვის? გლეხები მიწათმოქმედებით ვირჩენთ თავს, მაშინ დაგვასაქმონ. დაურეკონ ექსპერტებს და მოაგვარონ ეს საკითხი. ყოველწლიურად ვიკრიბებით, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ხდება”,- აცხადებს რადიო "ნორთან" ნინოწმინდაში მცხოვრები ხორენ ბდოიანი.

ნინოწმინდელების გარდა, საძოვრების პრობლემა აქვთ სოფელ ტამბოვკაში მცხოვრებლებსაც, ადგილობრივები დახმარების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიასთან გუშინ, რვა ივნისს შეკრიბნენ.

„ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც საძოვრებს ვიყენებდით ვადა გაუვიდა, გვინდა ისევ გადმოგვცენ მიწები და გამოვიყენოთ სოფელმა. გარდა ამისა, გვაწუხებს კახეთიდან ჩამოყვანილი ცხვრის სუნი. დღის განმავლობაში, 5 000-ზე მეტი ცხვარი დადის ტამბოვკას მიწებზე, ისინი აფუჭებენ ბალახს, უნდა ნახოთ რა დღეშია ჩვენი საძოვრები. მთელი სოფელი მტვერშია, ტბის წყალი ტალახისგან დაბინძურებულია”,– აცხადებენ ტამბოვკის მაცხოვრებლები.

ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი ადგილობრივებს დაპირდა, რომ ეკონომიკის სამსახურის უფროსთან, საიათ მკოიანთან ერთად გაარკვევს, ვის ეკუთვნის სადავო საძოვრები და გზა, ამის შემდეგ კი ეცდება გამოსავალი მონახოს.

სოფელ ტამბოვკაში მცხოვრებლებს კი საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კურეღიანი შეხვდა.

„მოვუსმინე მოსახლეობას, ძირითადად სოფლის საძოვრებზე იყო საუბარი. იმ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ადგილობრივები საძოვრებს იყენებნდენ ვადა გაუვიდა. მე მოსახლეობას ვთხოვე, რომ მოგვმართონ წერილობით, რადგან განცხადების გარეშე მე არ მაქვს ჩარევის უფლება”,– თქვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კურეღიანმა.

საძოვრების პრობლემა ნინოწმინდის და ტამბოვკას გარდა აქვს ორლოვკის, ჟდანოვაკანის, საღამოს და გორელოვკის მოსახლეობასაც.

მოსახლეობის პროტესტის შესახებ მასალა რადიო „ნორმა“ გამოაქვეყნა.

[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ორლოვკაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ
‘დავიღალეთ ასე ცხოვრებით’ - ნინოწმინდის 8 დასახლებაში გასხვისებულ საძოვრებს აპროტესტებენ
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
გორელოვკაში აქციას მართავენ [ფოტო]
ნინოწმინდაში საძოვრების გამო მომხდარი ჩხუბის შედეგად საავადმყოფოში 5 პირი შეიყვანეს
გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს