08.09.2020 - საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის სხვადასხვა ტურნირზე სამცხე–ჯავახეთიდან ექვსი გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ოთხი, ყველაზე დაბალ–რეგიონ ლიგაში, თითო კი საქართველოს მეოთხე და ქალთა ლიგაში.
07.09.2020 - ახალციხეში, მუგარეთთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, მას ოპერაციისთვის ამზადებენ.
07.09.2020 - ყველა იმ პირს, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბათუმში (საკონდიტრო „დონა“ და ჩაქვის „ოაზისი“) იმყოფებოდა, კორონავირუსზე PCR ტესტს უფასოდ გაუკეთებენ.
07.09.2020 - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეებში მონიტორინგს შრომის ინსპექცია შსს–სთან ერთად განახორციელებს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დარღვევებზე სანქციები გაცილებით მკაცრი იქნება.
07.09.2020 - ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ოჯახის წევრებმა „ქართულ ოცნებას“ აგვისტოში ჯამში 76 000 ლარი გადაურიცხეს.
07.09.2020 - ააიპ ახალციხის ციხის დირექტორს, დავით ტაბატაძეს პირადი ფეისბუკის გვერდზე გარეკანის ფოტოდ „ქართული ოცნების“ ბანერი ჰქონდა განთავსებული. იურისტების განცხადებით, ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაა და საკითხით ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისია უნდა დაინტერესდეს.
07.09.2020 - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი, ქეთევან ობოლაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის მეექვსე, ნეიტრალურ წევრად აირჩიეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ასე სამართლიანობა და ობიექტურობა ირღვევა, ამიტომ ცესკომ ობოლაშვილი დაუყოვნებლივ უნდა ჩაანაცვლოს სხვა წევრით.
07.09.2020 - დღეს, შვიდ სექტემბერს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში.
07.09.2020 - საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კარანტინში მყოფ პირებს „პისიარ“ ტესტი მეცხრე დღეს ჩაუტარდებათ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქეები საკარანტინო სივრცეს დატოვებენ.
07.09.2020 - ახალციხეში, მოტომრბოლელების შეჯიბრის დროს დაშავებული რვა წლის ბიჭი ახალციხიდან იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მცირეწლოვანის მდგომარეობა კრიტიკულია.
06.09.2020 - ახალციხელმა ბექა ბერძენიშვილმა, გურჯაანის სოფელ ძირკოკში ქართულ ჭიდაობაში გამართულ ტურნირში გაიმარჯვა. მას მთავარი პრიზი – ჭედილა გადაეცა.
06.09.2020 - ახალციხეში, მოტორბოლელების შეჯიბრისას, მცირეწლოვანს მოტოციკლი დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. იგი თბილისში გადაჰყავთ.
06.09.2020 - დაავადებათა კონკრტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ფატი ხაბულიანისა და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის მუშაობა, ერთმანეთზე დაქვემდებარებულ სამსახურებში, უხერხულობას ქმნის, თუმცა თუ ხაბულიანს გაათავისუფლებენ, რეგიონი კვალიფიციურ სპეციალისტს დაკარგავს.
06.09.2020 - პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დღეს, 6 სექტემბერს ტესტირება მიმდინარეობს. მასში სულ მონაწილეობას იღებს 12 000-ზე მეტი მსურველი.
06.09.2020 - შერეული ორთაბრძოლების კლუბის „მე–13 ლეგიონის“ მებრძოლმა, ამირან გოგოლაძემ უკრაინელი მეტოქე, პაველ კუში ნოკაუტით დაამარცხა.
05.09.2020 - აგვისტოს განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 18 ფაქტი გავლინდა.
05.09.2020 - ცესკო, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობა საქართველოს მოქალქეებს 18 წლის ასაკიდან შეუძლიათ. მსურველებმა პირადად ან ელექტრონული ფორმით, 9 სექტემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
05.09.2020 - თბილისში, ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 26 წლის ბიჭი ბორჯომელი იყო. სავარაუდოდ, იგი კონდინციონერის დამონტაჟებისას ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ იმსხვერპლა.
05.09.2020 - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.
04.09.2020 - ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი ირწმუნება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ და პოლიციამ იმ დაზიანებული ბილბორდის აღდგენა აუკრძალა, სადაც საკუთარი ბანერის გაკვრას აპირებდა. მისივე თქმით, ბილბორდი ძმის, მარტუნ მკოიანის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზეა.