FM97.5 / LIVE

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატების დებატები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 16.08.2016
ვინ რის გაკეთებას აპირებს ოლქში, ვის რატომ უნდა მივცეთ ხმა და ვინ როგორ აფასებს კონკურენტებს – შეხვედრა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან.

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატების დებატები

ახალციხის მედია ცენტრში ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან პირველი შეხვედრა გაიმართა.

დებატებს მაჟორიტარობის ხუთივე კანდიდატი ესწრებოდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოქალაქეები, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დისკუსიის მედიატორები მედიაცენტრის წარმომადგენლები იყვნენ. მათ წინასწარ მომზადებულ ოთხ კითხვაზე თითო კანდიდატისთვის დრო განსაზღვრული სამი წუთი ჰქონდათ. ამის შემდეგ კი შეკითხვების დასმის საშუალება დარბაზს მიეცა.

პირველ შეკითხვაზე, როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ პარუნაშვილმა უპასუხა: „რიგით პირველი სამართლიანი პროკურატურა და სასამართლოა. კორუფციაა ტენდერებშიც, ჯანდაცვაში „ოცნებამ“ რაღაცეები გააკეთა, მაგრამ არ შეიძლება 70%–ს ჩუქნიდეს მთავრობა უქონელსაც და მილიონერსაც“.

ვაჟა ჩიტაშვილმა მის საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას აქცენტი ბიუროკრატიული ფუფუნების შემცირებაზე გააკეთა: „სოციალურ სფეროში თანხის მოზიდვა იქნება მნიშვნელოვანი, ვაპირებთ შევამციროთ გადასახადები. ეკონომიკური დანაშაული იქნება დეკრიმინიზირებული“.

გოდერძი კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ამომრჩევლებთან ხელშეკრულებას დებს: „მოქალაქე დებს ხმის მიცემის, კანდიდატი კი დანაპირების შესრულების პირობას. თუ ვერ გავაკეთებ იმას, რასაც ხალხს დავპირდები, სამ თვეში პარლამენტს დავტოვებ“.

გიორგი კოპაძის თქმით, პრობლემა უამრავია, თუმცა, ისევე როგორც მისთვის, მმართველი პარტიისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია: „ოცნებამ“ მძიმე წარსული მიიღო. ჩვენ გლეხებს მიწას ვუმუშავებთ, გვაქვს უფასო დაზღვევა და სკოლაში წიგნები“.

ბესიკ ხითარიშვილმა კი განაცხადა, რომ ჯერ ცესკოში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის ამიტომ დაპირებების კონკრეტიზაციისგან თავს იკავებს.

შეკითხვაზე რატომ უნდა მოგცეთ ხმა, კანდიდატებმა საკუთარი ბიოგრაფიისა და წარსული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

„მუშა ვიყავი, მერე ინჟინერი, გუბრნატორის მოადგილე, გუბერნატორი და პარლამენტის წევრი“, – განაცხადა პარუნაშვილმა.

ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობა 8–9 წლის ასაკიდან დაიწყო და პირველი შემოსავალი ამ დროიდან ჰქონდა: „ვიყავი პროკურორი, გამომიძებელი, პედაგოგი, გამგებელი, საყვედური არასდროს მიმიღია“.

გოდერძი კუბლაშვილი იყო ადიგენის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე: „ვერ ვერკვევი ფინანსებში, ვერც იურიდიულ საკითხებში, ვერკვევი ადამიანებში და ღვთისმოშიში ადამიანი ვარ“.

„ისეთ ოჯახში დავიბადე სადაც საქართველო უყვარდათ, ახალციხე არასდროს დამიტოვებია, თუ იმ პერიოდს არ ჩავთვლით, როცა ომში ვიყავი. ახლა ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც პრესას თავისუფლება მოუტანა“, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

ბესიკ ხითარიშვილი ვალეში დაიბადა, ამბობს რომ ეკონომისტი და ვიდეო ჟურნალისტიკის სპეციალისტია: „იმ ხელისუფლებამ უშიშროებაში სამუშაოდ წამიყვანა, მაგრამ მაშინ წამოვედი იქიდან, როცა პირად საკითხებს შეეხნენ და მას შემდეგ ცდილობდნენ ქვეყანა დამეტოვებინა“.

არჩევის შემთხვევაში პარუნაშვილი ირწმუნება, რომ მთავარი საკითხი, რის მოგვარებაზეც იმუშავებს, გლეხისთვის მოყვანლი პროდუქციის გასაღებისა და ჩაბარების საკითხი იქნება.

ჩიტაშვილი აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხში აქტიურად ჩაერთვება და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მდგომარეობის შეცვლას ეცდება.

ჩიტაშვილისგან განსხვავებით, კუბლაშვილი ადგილობრივი თვიმმართველობის მუშაობაში ჩართვას არ აპირებს: „პირველი რასაც გავაკეთებ, სკოლაში გრამატიკის დაბრუნება იქნება“.

გამარჯვების შემხვევაში გიორგი კოპაძე კონსტიტუციაში ისეთი საკითხების შეცვლას გეგმავს, რომლებიც ხალხის საწინააღმდეგოდ მუშაობს: „თქვენი უფლებების დამცველი ვიქნები, ყველა პრობლემა კარგად ვიცი და მთავარი მაინც უმუშევრობაა“.

ბესიკ ხითარიშვილი აცხადებს, რომ თუ გაიმარჯვებს ყურადღებას სამ მთავარ საკითხზე, მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, წყლისა და გზების პრობლემაზე გაამახვილებს: „როგორ შეიძლება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში წლის ბოლოს პრობლემა გქონდეს. ხალხს ამის შეცვლას ვპირდები“.

რაც შეეხება ბოლო კითხვას, თუ როგორ აფასებენ კანდიდატები კონკურენტებს, შეიძლება ითქვას, რომ ამაზე საარჩევნო სუბიექტებმა თავი შეიკავეს და შეფასება ამომრჩევლებს მიანდეს: „9 ოქტომბერს გავიგებთ, ვის აირჩევს ხალხი“.

შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. კანდიდატების განცხადებით, დღევანდელი დღე ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო და გაწერილი დრო და რიგი საკთხების დაკონკრეტების საშუალებას არ იძლეოდა. თუმცა, ის, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა მოეწყო, ყველამ დადებითად შეაფასა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [30 აგვისტოს მდგომარეობით]
ყოფილი გამგებელი მაჟორიტარობის კანდიდატად
დებატები ახალციხე–ადიგენის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებთან
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები   [25 აგვისტოს მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]