FM97.5 / LIVE

ცესკოს საარჩევნო სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2016
დღეს, 5 აგვისტოს, ახალგაზრდებისთვის „ცესკოს“ საარჩევნო განვითარების სკოლის ორკვირიანი სწავლება დასრულდა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატი „ცესკოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გადასცა.

ცესკოს საარჩევნო სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ახალციხის საარჩევნო განვითარების სკოლაში ორკვირიანი გადამზადება 18-24 წლის 25–მა ახალგაზრდამ გაიარა.

„ცესკოს“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ამბობს, რომ ამ პროექტის მიზანი არ არის გადამზადებული ახალგაზრდების საარჩევნო ადმინისტრაციებში დასაქმება.

„ჩვენ ყველა ჩართულ მხარეს ვეუბნებით, რომ ეს სკოლები გაიარა ამდენმა ახალგაზრდამ, ამდენი რესურსი გაჩნდა, მოდით, ყველამ მივცეთ ამ ახალგაზრდებს შანსი, რომ ზოგი მათგანი იყოს დამკვირვებელი, ზოგი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ზოგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი“, – ამბობს „ცესკოს“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.

სასწავლო კურსი, რომელიც 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი, საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში 25 ივლისს დაიწყო და მასში მონაწილეობა 453-მა ახალგაზრდამ მიიღო.

სწავლების მონაწილეებმა 10 დღის განმავლობაში მიიღეს ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

სწავლება საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებმა ჩაატარეს.

„ვიმედოვნებთ, რომ გაუჩნდებათ სურვილი მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში. თუ გადაწყვეტენ და დარჩებიან ამომრჩევლებად, წარმოდგენა მაინც ექნებათ რა ხდება ადმინისტრაციაში და როგორ უნდა მისცენ ხმა“, – ამბობს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი.

ცესკომ, პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო, 2015 წელს ერთის მაგივრად სამი კურსი ჩატარდა. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა და სწავლება 20 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) ჩატარდა.

როგორც ცესკოში ამბობენ, ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ პროექტი გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.
„საარჩევნო განვითარების სკოლა“ ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხესა და ბორჯომში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა
ახალციხეში "საარჩევნო განვითარების სკოლა" გაიხსნა
'საარჩევნო განვითარების სკოლა' სასწავლო კურსს იწყებს
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
‘ვესაუბრებით ამომრჩეველს’ – ცესკოს საინფორმაციო კამპანია ახალციხეში