FM97.5 / LIVE

ახალციხეში "საარჩევნო განვითარების სკოლა" გაიხსნა

მთავარისიახლე, არჩევნები 19.07.2017
ცესკოს პროექტის ფარგლებში, ახალციხეში "საარჩევნო განვითარების სკოლა" გაიხსნა. სწავლებას 18–24 წლის ახალგაზრდები გადიან.

ახალციხეში "საარჩევნო განვითარების სკოლა" გაიხსნა

სასწავლო კურსის ფარგლებში, ახალციხეში სულ 25 ახალგაზრდა დარეგისტრირდა, სწავლებას 23 მათგანი, ათი დღის განმავლობაში, შემდეგ საკითხებზე გაივლის:

არჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები.

კურსი17 ივლისიდან დაიწყო და 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი სკოლები საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში გაიხსნა. მთლიანობაში სწავლებას 500-ზე მეტი ახალგაზრდა გაივლის.

"საარჩევნო განვითარების სკოლა" 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. პროექტის მიმართ მზარდი ინტერესის გამო 2016 წელს ის 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა, წელს კი ეს რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. სასწავლო კურსი ტარდება გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ახალგორში (წეროვანი - დევნილთა დასახლება), ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.

პროექტი ევროპის საბჭოს (CoE) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. წელს უკვე მეორედ, ცესკომ პროექტის განსახორციელებლად ევროსაბჭოს პირდაპირი გრანტი მიიღო. პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ახორციელებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საარჩევნო განვითარების სკოლა' სასწავლო კურსს იწყებს
ახალციხესა და ბორჯომში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა
ცესკოს საარჩევნო სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
ტრენინგი ახალგაზრდებისთვის ბორჯომსა და ახალციხეში ®
საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო
საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ NCCE მსურველებს საკუთარ სივრცეს სთავაზობს
დღეს საქართველოში მერებს, გამგებლებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ