FM97.5 / LIVE

ბორჯომში ელექტროენერგიის გარეშე 1000 აბონენტია დარჩენილი

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2016
"ენერგო – პრო ჯორჯიას" განცხადებით, ბორჯომში აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება ღამით აღუდგა. ამ დროისთვის დენის გარეშე 1000 აბონენტია დარჩენილი.

ბორჯომში ელექტროენერგიის გარეშე 1000 აბონენტია დარჩენილი

კომპანიაში აცხადებენ, რომ გუშინ ღამე, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რამაც გამოიწვია ბორჯომში 6 000-ზე მეტი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა: "მობილიზებულია კომპანიის არა მარტო ადგილობრივი, არამედ სხვა მომსახურების ცენტრების ტექნიკური ბრიგადები. ბორჯომში იმყოფება, აგრეთვე, კომპანიის მენეჯმენტი და ადგილზე აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას. ტექნიკური ბრიგადების ოპერატიული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია მხოლოდ 1000 აბონენტი".

"ენერგო – პრო ჯორჯიას" განცხადებით, ღამის განმავლობაში გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა დაზიანების ადგილებში შეღწევა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება და დღის განმავლობაში კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 აგვისტოს, სტიქიამ ბორჯომს შეუტია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში შუქის გარეშე მხოლოდ 200 აბონენტი დარჩა
ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
ახალციხეს დენის მიწოდება აღუდგა
ბორჯომში 800–მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ასპინძის ოთხ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
სამცხე–ჯავახეთში 5.200 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ახალციხესა და ბორჯომს, 20–22 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება