FM97.5 / LIVE

ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 01.08.2016
თავდაცვის სამინისტროს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის შედეგად ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ

ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ [R]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პროექტ ARMY CARD-ში ჩართულ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ახალი სახელფასო ბარათები გადასცა. ბარათები პირველ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ბრიგადის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებს დაურიგდათ. უახლოეს პერიოდში ARMY CARD უწყების ყველა წარმომადგენლისთვის დამზადდება.

ღონისძიება 2016 წლის 26 ივლისს, ვაზიანის მე-IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც პროექტ ARMY CARD-ის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებრივი აქტიურობისთვის თითოეულ მათგანს პერსონალური მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მივმართეთ ყველას, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გვერდით დადგომოდნენ შეიარაღებულ ძალებს, მათ ოჯახებს, განსაკუთრებით კი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ოჯახებს. მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გუშინ, დღეს, ხვალ ჩვენი ქვეყნისა და შვილების უკეთესი მომავლისთვის საკუთარ სიცოცხლეს წირავენ. უკვე 26 კომპანია მონაწილეობს ამ პროექტში და ყველა მათგანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის საამაყო უნდა იყოს, თუ მათ კარზე იქნება სტიკერი, რომელიც ჩვენ დავამზადეთ და რომელსაც ჰქვია „მადლობა ერთგულებისთვის“, - შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის ერთგულებისთვის. ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ნახავთ კომპანიებს, რომელსაც აწერია - აქ გმირები მსახურობენ. ეს არის სოლიდარობა, რომელსაც საზოგადოება სამხედროების მიმართ იჩენს. მინდა, მივმართო ყველას, ვინც ჯერ არ არის პროექტში ჩართული, თუნდაც მცირე წვლილი გაიღოს იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ იცოდეს, რომ მისი ოჯახი დაცულია“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ [R]

მნიშვნელოვანია, რომ ARMY CARD სამხედრო მოსამსახურეებს ეტაპობრივად დაურიგდებათ. თავდაცვის სამინისტროს, „საქართველოს ბანკსა“ და კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ.

„ეს არის თავდაცვის სამინისტროს პროექტი, რომელიც გამიზნულია შეიარაღებული ძალების თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის. „საქართველოს ბანკი“ არჩეული იქნა კონკურსში. ჩვენ შევთავაზეთ საინტერესო მიდგომები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პარტნიორ მერჩანტებთან ერთად უზრუნველვყოთ ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ფასდაკლებები. მათ ამ ბარათით სარგებლობისას სხვადასხვა სახის ბენეფიტები და მგზავრობისას შეღავათები ექნებათ“, _ განაცხადა საქართველოს ბანკის დირექტორმა მურთაზ კიკორიამ“.

სამხედროებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეთავაზება აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლებსა და მათ შვილებს საშუალება ექნებათ, საბაკალავრო პროგრამებსა და ტრენინგკურსებზე დაწესებული სწავლის საფასურის მხოლოდ 50% გადაიხადონ. საინტერესო შეთავაზებები აქვთ პროექტში მონაწილე სხვა კომპანიებსაც.

„გვაქვს პატივი მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის სამსახურში მყოფი პირების მხარდასაჭერად და ამით ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადოთ მათ. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პროექტში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სიხარულით ჩაერთო. იმედს გამოვთქვამთ, რომ თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებს, ხელს შევუწყობთ განათლების მიღებაში და ამით ერთობლივად ვემსახურებით საქართველოს", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ.

ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ [R]

„კლინიკა ხერხემალი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს კონსულტაციასა და კომპლექსურ მკურნალობაზე სთავაზობს 10%-იან ფასდაკლებას. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სამოქალაქო მოვალეობა“, _ კლინიკა „ხერხემალის“ დამფუძნებელი, ნინო ფალიანი-კაციტაძე.

ARMY CARD სადებეტო პლასტიკური ბარათია. მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლონ. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი გადახდისას მომხმარებელს გარკვეული თანხა ე.წ. ჩასჰ Bაცკ-ის სახით უკან დაუბრუნდება. ARMY CARD ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ.

„მადლობა სამსახურისთვის“ - ეს პროექტ ARMY CARD-ის მთავარი გზავნილია. პროექტის მთავარი მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მხრიდან მეტი ყურადღების გამოხატვაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი პროექტში ჩართულ თითოეულ ორგანიზაციას კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ერთგულებისთვის.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ARMY CARD – ბარათი თავდაცვის უწყების ყველა თანამშრომლისთვის [R]
მადლობა ერთგულებისთვის ბიზნესკომპანიებს [R]
აგვისტოს ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულ ჯარისკაცებს 625–ლარიანი პრემია მისცეს
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ  თინათინ ხიდაშელთან [R]
ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომში სამხრედრო ტექნიკაც მუშაობს
III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა [Video]