FM97.5 / LIVE

მადლობა ერთგულებისთვის ბიზნესკომპანიებს [R]

მთავარირეკლამა 24.05.2016
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დავუდგეთ გვერდით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ეს მხარდაჭერა იყოს ქმედითი, ეფექტიანი"...

მადლობა ერთგულებისთვის ბიზნესკომპანიებს [R]

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დავუდგეთ გვერდით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ეს მხარდაჭერა იყოს ქმედითი, ეფექტიანი. ჩვენი სამხედროები უნდა გრძნობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი საზოგადოების ყველა სეგმენტი მათ გვერდით დგას. ქართული ჯარი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი, მასზე უნდა ზრუნავდეს მთელი საზოგადოება. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს ბანკს, ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანიის მიმართ. ჩვენ ე.წ. „ჯარის ბარათები“ – ARMY CARD შევქმენით, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს ვეუბნებით - „მადლობა სამსახურისთვის. მადლობა სამსახურისთვის გამოიხატება კონკრეტულ შეღავათებში, ფასდაკლებებში. ამ კამპანიაში უკვე 25 კომპანია ჩაერთო კუთვნილ ბიზნესსაწარმოებში შეღავათების დაწესებით. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი ბიზნესმენი შემოუერთდება ამ ინიციატივას. არ არსებობს არც ერთი ბრძოლა დედამიწის ზურგზე, რომელიც ჯარს მარტოს მოუგია, საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა არის ყოველთვის დიდი მოტივაცია ჯარისკაცებისთვის. ასეთი კამპანიები, ბუნებრივია, მათ ეხმარებათ იმაში, რომ მშვიდად ჰყავდეთ ოჯახები, თავად კი ემსახურონ ქვეყანას", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროს ახალ პროექტზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი უნიკალური სახელფასო ბარათის შექმნას გულისხმობს.

პროექტში უკვე ჩართულმა ბიზნესკომპანიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ზუსტად ესმით სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომ ჯარი და საზოგადოება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. თითოეული ორგანიზაცია თუნდაც მოკრძალებული წვლილით ამტკიცებს, რომ ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის საპატიო ვალია. პროექტში მათი მონაწილეობა არის მოტივაცია და სტიმული ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მტკიცე დასტური იმისა, რომ საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.

საქართველოს ბანკმა თავდაცვის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა და მათი მეუღლეებისთვის სადებეტო სპეციალური ბარათი - ARMY CARD - ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და პირობებით შექმნა:

ფასდაკლებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, მათ შორის კვების, სააფთიაქო და ბენზინგასამართ სადგურებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამასთან, ბარათით შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ AღMY ჩAღD-ით გადახდისას (ყოველი გადახდისას კი გარკვეული თანხა ე.წ. ჩასჰ Bაცკ -ის სახით უკან დაუბრუნდებათ) თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მათი მეუღლეები საქართველოს ბანკისგან თანხის დაბრუნების შესახებ შეტყობინებას გადახდის მომენტისას მიიღებენ, ასევე, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგის სრული ოდენობის შესახებ ეცნობებათ. ვინაიდან ბარათი ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა, AღMY ჩAღD გამოირჩევა უნიკალური დიზაინით. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ.

თავდაცვის სამინისტრო მადლობას უხდის თითოეულ ორგანიზაციას, რომელიც უკვე ჩაერთო ან, მომავალში ჩაერთვება ამ მნიშვნელოვან პროექტში. ძლიერი შეიარაღებული ძალებისა და გაცილებით მაღალი თავდაცვისუნარიანობის მქონე სახელმწიფოს შენებაში მათი წვლილი ფასდაუდებელია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ARMY CARD – ბარათი თავდაცვის უწყების ყველა თანამშრომლისთვის [R]
ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ [R]
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ  თინათინ ხიდაშელთან [R]
აგვისტოს ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულ ჯარისკაცებს 625–ლარიანი პრემია მისცეს
თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება [R]
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]