FM97.5 / LIVE

ინდოეთის დელეგაცია ჯიღაურას კვლევით ბაზას ეწვია [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 26.08.2016
ჩაის წარმოების კუთხით არსებული გარემოს შესწავლის მიზნით, საქართველოში ინდოეთი სმძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ინდოეთის დელეგაცია ჯიღაურას კვლევით ბაზას ეწვია [R]

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ინდოელ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა დაათვალიერებინეს და ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენოფონდი გააცნეს.

ინდოეთის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ინდოეთის მხარე მზადაა საქართველოსთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ითანამშრომლოს. ინდოელი სტუმრები განსაკუთრებით საქართველოში ჩაის კულტურის კულტურის წარმოებით დაინტერესდნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინდოეთს ჩაის წარმოების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს და ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, ასევე ინდური ჩაის ჯიშების საქართველოში ინტროდუქცია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩაის პლანტეციებს დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.

როგორც ბასკარ ჯიოტი მაჰანტამ აღნიშნა - "სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაქვს. ორივე მხრიდან თანამშრომლობის მზაობა არსებობს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთ პირობებზე შეთანხმება, რაც ორივე მხარისთვის მისაღები და სასარგებლო იქნება. ვმუშაობთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევის და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ჩვენთვის მეტად საინტერესოა ჯიღაურას ბაზაზე განთავსებული ვაზი და ხეხილოვანი კულტურები, სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარე კვლევითი სამუშაოები. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ინდოეთში ქართული მხარის გამოცდილების დავნერგავთ“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს (R)
თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის [R]
თანამშრომლობის დეკლარაცია საქართველოსა და ჩინეთს შორის [R]
ჩინეთის დელეგაციამ მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერა [R]
საქართველოში ესპანური კომპანიების -  Dereza Iberico და Provedo  ინიციატივით სანერგე მეურნეობა  მოეწყობა [R]
მუხურში მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნება [R]
აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის მეცნიერების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა [R]