FM97.5 / LIVE

ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 06.07.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერმერებს შეხვდა და ატმის კრეფისა და ჩაბარება/ რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია [R]

როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, ცუდი კლიმატური პირობების მიუხედავად, წელს ატმის კარგი მოსავალია და არც რეალიზაციის პრობლემა არსებობს. "ქართული ხილის კომპანია" 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული და ფასიც მისაღებია, 70-80 თეთრი. გარდა ამისა, გახსნილია 20-მდე მიმღები პუნქტიც, სადაც ჩაბარებული ატამი პირდაპირ ექსპორტზე გადის.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქ.გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 4 ივლისის მდგომარეობით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 2193 ტონას შეადგენს, მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 255 ტონა იყო.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედარაციაში (68%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (19%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. დაახლოებით 10 000 ტონამდე ატამი ადგილობრივ ბაზარზეა რეალიზებული.

4 ივლისის მონაცემებით, პირველი და მეორე ხარისხის (საექსპორტო/სარეალიზაციო) ვაშლატამას ფასი 50-დან 60 თერამდე, ხოლო ატმის 60 დან 90 თეთრამდე მერყეობს, ხოლო მესამე ხარისხის, გადასამუშავებელი ატმის/ვაშლატამას ფასი 25-35 თეთრია. ატმის/ვაშლატამას ფასს ბაზარი არეგულირებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კახეთში ატმის სეზონი დაიწყო [R]
რთველი 2016 -ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება  [R]
მოსავლის აღების სამუშაოებში აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩაერთვება [R]
მთავრობის სხდომაზე თხილის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა [R]
 ბიზნესფორუმს – 'დამზადებულია საქართველოში' , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო [R]
‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
წელს ქვეყანაში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია [R]