FM97.5 / LIVE

რთველი 2016 -ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 13.07.2016
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2016 - ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე ფიქსირდება ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება.

რთველი 2016 -ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება  [R]

აქედან გამომდინარე, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

"2016 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 45 თეთრით, 1 კგ საფერავზე - 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 2 ლარით. 2016 წლის რთველის ფარგლებში ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაიბარებს. გასული წლის მსგავსად, სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახე გლეხებს/ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. 2016 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალის რაოდენობა 180 ათას ტონას შეადგენს”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. მას სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება სუბსიდიის სახით აღარ უნდა დასჭირდეს.

"როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ჩვენი თვითმიზანი არის საერთოდ გამოვიდეთ, სუფსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს დარგს ხელშეწყობა კვლავ სჭირდება. მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ასევე მწარმოებელთა ინტერესების გათვალისწინება”, - განაცხადა მინისტრმა.

ოთარ დანელიას თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სახელმწიფოს ხელშეწყობით მევენახებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომია იაფი ფინანსური რესურსი შეღავათიანი აგროკრედიტის სახით, ხორციელდება აგროდაზღვევა, ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ღონისძიებები, რომლის შედეგად გაზრდილია ღვინის ექსპორტი.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარებით: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 22 ახალი, ხოლო გაფართოებულია 43 ღვინის მწარმოებელი საწარმო. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ოთარ დანელიამ ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.

მიუხედავად საშუალო საექსპორტო ფასების კლებისა, ექსპორტის რაოდენობის მატების ხარჯზე, საერთო შემოსავალი თანხაში 2016 წელს წინა წლებთან შედარებით გაზრდილია როგორც ღვინის, ასევე ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შემთხვევაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 5 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 8 თვის მონაცემები [R]
გასულ წელთან შედარებით, წელს, 5 თვეში ღვინის ექსპორტი 64%-ით გაიზარდა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის იანვრის მონაცემები
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 9 თვის მონაცემები [R]