FM97.5 / LIVE

გამგებლის წარმომადგენლებს ახალი ვალდებულებები დაეკისრათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.06.2016
გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებსა და თემებში, ახალი ვალდებულებები აქვთ – მათ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე დაბადებული და გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია, შესაბამის სამსახურებს უნდა მიაწოდონ.

გამგებლის წარმომადგენლებს ახალი ვალდებულებები დაეკისრათ

შესაბამის საკითხზე საკრებულოს სხდომაზე დღეს, 30 ივნისს იმსჯელეს. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია:

• სამედიცინო დაწესებულების გარეთ, (ქუჩაში, სახლში, ორგანიზაციაში და ა.შ) ბავშვის დაბადების შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ინფორმაცია ერთი თვის ვადაში აცნობოს.

• პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი რეგისტრაციისათვის , წარმომადგენელს ეკისრება ვალდებულება, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართოს და შემთხვევის შესახებ შესაბამისი ოქმი შეადგინოს. ამ ვალდებულების შესრულება მას ამბის გაგებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეუძლია.

• იმ შემთხვევაში თუ წარმოამდგენელს არ აქვს საკმარისი ან უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის – ოქმის შევსება, იგი ვალებულია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, პირის გარდაცვალების შესახებ, ოქმის შედგენის გარეშეც შეატყობინოს.

პირის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს, ამ დრომდე, სამედიცინო დაწესებულებები აწვდიდნენ.

გამგებლის წარმომადგენელთა უფლება–მოსილებების გაზრდისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის დებულებაში ცვლილება შევიდა. მას მხარი საკრებულოს მე–9 სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერის წარმომადგნლების უფლება–მოსილებებში ცვლილება შევიდა
გამგებლის მოადგილეების შესახებ გამგეობის დებულებაში ცვლილება შევიდა
როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი
მიწის იდენტობის შესახებ ცნობას რწმუნებულები გამგეობის გარეშე გასცემენ
ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით პოლიციელების ვალდებულებები შესაძლოა, გაფართოვდეს

ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
25 ივლისს ახალციხის საკრებულოში სხდომა გაიმართება