FM97.5 / LIVE

ინოვაციურ ბიზნესს სახელმწიფო 100.000–მდე ლარით დააფინანსებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.06.2016
სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას პროგრამა "სტარტაპ საქართველო“ გააცნეს. მას ვისაც ინოვაციური ბიზნეს იდეა აქვს, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიღება შეუძლია.

ინოვაციურ ბიზნესს სახელმწიფო 100.000–მდე ლარით დააფინანსებს

დღეს, 28 ივნისს, პროექტის პრეზენტაცია ახალციხესა და ახალქალაქში შედგა. შეკრებილებს პროექტი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ, მისმა მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ და „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა ვაჟა მენაბდემ გააცნეს.

მათი განცხადებით, პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ან ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს წინადადება და განხორციელებისათვის თანხა სჭირდება. ისინი 15.000–დან 100 000 ლარამდე თანხით დაფინანსდებიან.

ორგანიზატორების განმარტებით, არ არის აუცილებელი ბიზნეს იდეა იყოს მსოფლიო მასშტაბის, შეზღუდული არ არის დარგები, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, იდეა ინოვაციური, ახლებური უნდა იყოს.

ინოვაციურ ბიზნესს სახელმწიფო 100.000–მდე ლარით დააფინანსებს „შეიძლება რომელიმე არსებული პროდუქტის ან ტექნოლოგიის გაუმჯობესებული ვერსია იყოს, ან ნებისმიერი ახალი იდეა, რომელიც გამოდგება სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, კომპიუტერულ თუ მობილურ ტექნოლოგიებში, ფარმაცევტიკაში და ა.შ.“, – ამბობს "საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა.

პროგრამის ერთი მოდელით, ბენეფიციარმა თანამონაწილეობის თანხა, პროექტის ჯამური ღირებულების 10%–ის ოდენობით უნდა შეიტანოს. იმ შემთხვევაში, თუ იდეა მაღალტექნოლოგიური დარგის უნიკალურ, ინოვაციურ გამოგონებას გულისხმობს, ბენეფიციარს პროექტის თანადაფინანსება აღარ მოეთხოვება.

„სამცხე–ჯავახეთში ძალიან საინტერესო ინტელექტუალური პოტენციალია. ჩვენ ვეძებთ პროექტებს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. შეიძლება ეს იყოს ინტერნეტ–კომპიუტერული, ბიო ან სხვა ტექნოლოგიები. იდეებს უცხოელი ექსპერტები შეაფასებენ, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაახლოებით ისეთი ინვესტიციები განხორციელებული, როგორიც არის facebook-ი, googl-ი, twitter–ი და ა.შ.“– ამბობს "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.

პროექტის პრეზენტაციას ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები დაესწრნენ. მათ საკუთარი ბიზეს–იდეების შესახებ ორგანიზატორებს კითხვები დაუსვეს.

ინოვაციურ ბიზნესს სახელმწიფო 100.000–მდე ლარით დააფინანსებს "იდეები უკვე მაქვს. ვაპირებ რომ ჩემს დასთან და სხვა გუნდელებთან ერთად ჩავერთო პროექტში. ტექნოლოგიური მიმართულებით მინდა მონაწილეობის მიღება. შესაძლებელია გავაუმჯობესოთ აქამდე შექმნილი ხელსაწყოები, ან დავამატოთ ახალი“– ამბობს შეხვედრის ერთ–ერთი მონაწილე კარლო ხუციშვილი.

„ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებ. ძირითადად ნაჭერზე ვმუშაობ: ჩანთა, აქსესუარები, კედლის დეკორაცია და ა.შ. ასპინძაში მაქვს მიწა შეძენილი და მინდა სახელოსნოს გაკეთება. საკუთრი ხარჯებით ძალიან ძნელია, მინდა საგამოფენო დარბაზიც იყოს და სამუშაო ოთახებიც. დაფინანსებისთვის ჯერ არავისთვის მიმიმართავს და მინდა, რომ ამ პროექტში ვცადო ბედი. აქ მითხრეს, რომ კარგი იდეაა და განაცხადი უნდა შევავსო“, – ამბობს ასპინძის მკვიდრი მაკა ბიბილაშვილი.

შეხვედრაზე ჯგუფური მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ტოლოშის სათემო სარესურსო ცენტრმაც.

"ჩემი და ჩემი თანამშრომლების იდეაა, რომ ბაქმაზი ვაწარმოოთ. ეს ძალიან იშვიათი ნაწარმია, მაგრამ მის დამზადებაზე დაინტერესება ამ დრომდე არავისგან არ არის. ვფიქრობთ, რომ მომგებიანი საქმე იქნება და მეტი ქალი დასაქმდება. მითხრეს, რომ თემა პროგრამაში ჯდება და განაცხადს განიხილავენ“, – ამბობს სოფელ ტოლოშის მკვიდრი ანა დავლაშერიძე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის, განაცხადების მიღება 2016 წლის 17 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განცხადების შეტანა ელექტრონულად არის შესაძლებელი. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვებ–გვერდზე – www.startup.gov.ge . მათ, ვისაც ინტერნეტსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებზე ხელი არ მიუწვდება, დახმარებას სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში გაუწვენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხესა და ახალქალაქში  პროგრამა ‘სტარტაპ საქართველოს’  პრეზენტაცია გაიმართება
იწყება პროგრამა ‘სტარტაპ საქართველო’
შეთავაზება ახალგაზრდებს –სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
საქართველოს მთავრობა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამას იწყებს
პროგრამა ‘სტარტაპ საქართველო’ დაიწყო
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს