FM97.5 / LIVE

თინათინ ხიდაშელის განცხადება ANAKONDA-16-თან დაკავშირებით [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 20.06.2016
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი: 'აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პოლონეთში მიმდინარე სწავლების ირგვლივ დისკუსიას. დისკუსია აბსურუდულია და რუსული პროპაგანდის სცენარით მიმდინარეობს'

თინათინ ხიდაშელის განცხადება ANAKONDA-16-თან დაკავშირებით [R]

რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეითმა ასეულმა საერთაშორისო სწავლება _ ANAKONDA-16-ში?

1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიწვეული იყო სწავლებაზე ამერიკული ბატალიონის ფარგლებში, ყველა ლოგისტიკური საკითხი, უსაფრთხოების და დაშვების თემები იყო მოგვარებული. ფრენა გრაფიკით გათვალისწინებული, აეროპორტი პოლონეთში _ დაჯავშნილი და ა.შ.

შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რამე ვერ მოესწრო ან ლოგისტიკურად გაუმართავი იყო, უსაფუძვლო და ტყუილია.

2. გამგზავრებამდე 24 საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ვირუსული ინფექცია _ ჩუტყვავილა“ ჰქონდა. ორივე, ასეულთან ერთად იყო მთელი პერიოდის განმავლობაში ხოლო, „ჩუტყვავილა, როგორც მოგეხსენებათ, ადვილად ვრცელდება. შესაბამისად, სამწუხაროდ, სამედიცინო კონსილიუმმა დაასკვნა, რომ რადგან ინკუბაციის ვადები გრძელია და რისკი მაღალი, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენი მხრიდან პოლონეთში ამ ასეულის გაგზავნა.

სამწუხაროდ, ექიმები მართლები აღმოჩნდნენ. დღევანდელი მდგომარეობით ინფექციის უკვე 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

3. ინფორმაცია დაავადების შესახებ მაშინვე მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელებს, პოლონელებს, ასევე ნატოს.

ნაცვლად იმისა, რომ დაგვემალა ეს ფაქტი და რისკის წინაშე დაგვეყენებინა ჩვენი ბიჭებიც და იმ ამერიკული ბატალიონის პირადი შემადგენლობაც, ვისთან ერთადაც უნდა გაგვევლო წვრთნები. გადაწყვეტილება მივიღეთ მაღალი პასუხისმგებლობით, რაც შესაბამისად შეფასდა პარტნიორების მხრიდან.

4. დასტურად იმისა, რომ აბსოლუტური ტყუილი, სისულელე და რუსული პროპაგანდის მორიგი შედევრია “ქართველების არ დაშვება, ან რჩევა ქართველებისთვის არ მიეღოთ მონაწილეობა, გენერალი და ორივე მიმართულების სარდალი მიემგზავრებიან „ანაკონდაზე“ დასასწრებად.

5. საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან ბევრი წელია მუდმივად მონაწილეობენ ნატოს და პარტნიორების წვრთნებში, „ანაკონდა“ ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი წვრთნაა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი, სადაც ჩვენები ყოფილან ჩართული და მომავალშიც იქნებიან.

6. ასეულს ვერ ჩავანაცვლებდით, რადგან, პრაქტიკულად, დრო აღარ გვქონდა, რომ შესაბამისი პროცედურები გაგვეტარებინა ახალი პირადი შემადგენლობისთვის.

ვერ ჩავანაცვლებდით კიდევ იმიტომ, რომ ეს არ არის სწავლება ნებისმიერი ასეულისთვის. მასში მონაწილოების მისაღებად OCC-ის ასეული მიდიოდა.

რადგან ამხელა ნიაღვარი წამოვიდა უნდა განვმარტო:

OCC(Operational Capability Concept) ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენი ორი ასეულია ჩართული. მათგან ერთი, „ალფა, როგორც იცით, უკვე სერტიფიცირებულია Nonle Parner-ის დროს და NRF-ის სტატუსი მიიღო. მას დასრულებული აქვს სწავლებების ციკლი. მეორე, „ჩარლი“ მიდიოდა პოლონეთში. მას სწავლებების ციკლი ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს, თანმიმდევრობა არის ერთი ჩვენთან, ერთი გარეთ. ცუდია, რომ ამ სწავლების გამოტოვება მოუწიათ, მაგრამ, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივ. სხვა ასეული, უბრალოდ, ვერ წავიდოდა.

7. ბუნებრივია, ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ მოხსენებისთვის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, მაგრამ, ცალსახად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდე უშიშროების საბჭოს მდივანს პრეზიდენტის თანდასწრებით. არაფერი იმისგან განსხვავებული, საიდუმლო ან დახურულ კარს მიღმა განსახილველი, რაც აქ დავწერე, არ მაქვს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზადყოფნას პირადად ჩემი და გენერალური შტაბის უფროსის სახელით, რომ ნებისმიერ ფორმატში წარვდგეთ მოხსენებით, თუმცა, ეს არის საკითხი, სადაც დასამალი და საიდუმლო არაფერია და, შესაბამისად, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მოხდა.

8. ყველას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მედიას, და ამ თვალსაზრისით ნამდვილად გაუგებარი იყო „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ინფორმაცია, ნუ ჩავეწერებით რუსულ პროპაგანდაში და შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარიკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში
საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე
ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
Noble Partner 2016 -ის  გახსნა [R]
ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ
'საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის  დასაწყისი ქართული ჯარისთვის'