FM97.5 / LIVE

საარჩევნო ღონისძიებების განრიგი დამტკიცებულია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.06.2016
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გუშინ, 8 ივნისს, პირველი სხდომა გამართა და საარჩევნო ღონისძიებების განრიგი დაამტკიცა.

საარჩევნო ღონისძიებების განრიგი დამტკიცებულია

ცესკოს ინფორმაციით, პარტიას, რომელსაც პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლია განცხადებით მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს არა უგვიანეს 12 აგვისტოსი.

ხოლო, პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნების თარიღის დანიშვნამდეც მიემართათ ცესკოს თავმჯდომარისთვის. მათთვის განცხადებით მიმართვისოლო ვადა 1 აგვისტოა.

ასევე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილოების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

როგორც ცესკოში აცხადებენ, ამ დროისთვის ცესკოს რეგისტრაციის მიზნით მიმართა 28 პოლიტიკურმა პარტიამ, მათგან 5-მა კი უკვე გაიარა რეგისტრაცია.

ცესკოს ინფორმაციით, 1 მაისის მდგომარეობით ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულია 3 473 316 ამომრჩეველი.

საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას ამ ეტაპზე შექმნილ 3 634 საარჩევნო უბანზე.

ცესკოში გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის არჩევნებისთვის დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკიც;

ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

► დამტკიცდა ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია;
► დადგინდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.
►გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსები.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2020 წლის არჩევნებში რეგისტრაციისთვის ცესკოს 68 პარტიამ მიმართა
ცესკომ საარჩევნო ღონისძიებების განრიგი  დაამტკიცა
2016 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანება ‘სახალხო ხელისუფლება’ დარეგისტრირდა
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 13–მა პარტიამ მიმართა
ცესკოში რეგისტრაცია 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა
არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის ცესკო განცხადებას აქვეყნებს
საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში 66 პარტია დარეგისტრირდა