FM97.5 / LIVE

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 13–მა პარტიამ მიმართა

მთავარიპოლიტიკა 15.05.2016
15 მაისის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა.

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 13–მა პარტიამ მიმართა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რეგისტრაციის მიზნით, ცესკოში 13–მა პოლიტიკურმა პარტიამ შეიტაა განცხადება.

ამათგან, დღეის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ორი პოლიტიკური ორგანიზაცია დაარეგისტრირა: „სახალხო ხელისუფლება“ და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

„დანარჩენი პარტიები ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურებს გადიან, რაც მოიცავს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების, წარმოდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოწმების ეტაპებს“, – აცხადებენ ცესკოში.

ცესკოს ცნობით, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, პროპორციული სისტემით მოიპოვეს პირველი სამი ადგილი (ბლოკის შემთხვევაში, ჩამონათვალში რიგით პირველ პარტიას), უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ არჩევნებში დაკავებული ადგილის შესაბამისი რიგითი ნომერი, რის შესახებაც უნდა აღნიშნონ რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადში. ყველა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მიმართავს დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2016 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანება ‘სახალხო ხელისუფლება’ დარეგისტრირდა
2020 წლის არჩევნებში რეგისტრაციისთვის ცესკოს 68 პარტიამ მიმართა
საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში 66 პარტია დარეგისტრირდა
პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცესკოში რეგისტრაცია 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა
პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა
ცესკომ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა