FM97.5 / LIVE

'ვაინახური' კულტურის დღე ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.06.2016
ახალციხის ციხეზე, ვაინახური კულტურის ფესტივალი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ანსამბლი ‘პანკისი’ ახალციხელი მაყურებლის წინაშე ნაციონალური სიმღერებითა და ცეკვით წარსდგა.

'ვაინახური' კულტურის დღე ახალციხეში

ანსამბლ ‘პანკისის’ წევრები, ახალიციხის ციხის ამფითეატრში შეკრებილი მსმენელისა და მაყურებლისთვის, ნაციონალურ და ქართულ ხალხურ სიმღერებს მღეროდნენ. უმღერეს სამშობლო ჩეჩნეთსა და სამშობლო საქართველოს, შეასრულეს რელიგიური საგალობელი და ცეკვა „ლეზგინკაც“.

„ყველა კავკასიელები ვართ, თითქმის ერთნაირი კულტურა გვაქვს, მაგრამ რაც დღეს მოვისმინე, ჩემთვის მართლა სიახლე იყო“, – გვითხრა საღამოს დასრულების შემდეგ ერთ–ერთმა მსმენელმა, მარიამ გოგოლაძემ.

ახალციხელი მსმენელითა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებით კმაყოფილნი დარჩნენ ანსამბლის წევრებიც.

„პირველად ვართ ახალციხეში, ამ ციხესიმაგრემ და თქვენმა ქალაქმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს აქ და კმაყოფილი ვართ მათი თბილი მიღებით“, -ამბობს ანსამბლის წევრი მექა ფარეულიძე.

ახალციხეში „პანკისის“ საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. ახალციხემდე ფესტივალს დუშეთმა უმასპინძლა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ემოციებით სავსე დარბაზი დახვდათ დუშეთშიც. ხვალ ფესტივალი ქალაქ ქუთაისში გრძელდება და ზეგ ბათუმში სულდება.

ვაინახური კულტურის დღეები საქართველოს რეგიონებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პანკისის ქალთა სათემო ორგანიზაციისა და ანსამბლ „პანკისის“ ორგანიზებით იმართება. რეგიონებში ფესტივალის მხარდამჭერი ადგილობრივი თვითმმართველობაა. საინფორმაციო მხარდამჭერის როლი კი ადგილობრივ მედიას აქვს. ახალციხეში ფესტივალის მხარდამჭერი საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე“ იყო.

ფესტივალის ერთ–ერთი ორგანიზატორის, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის თქმით, ფესტივალის მიზანი ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ღონისძიებამ თავისი მისია შეასრულა. აქ რამდენიმე ათეული ადამიანი გვესწრებოდა და ყველამ ნახა, რომ პანკისი არ არის ისეთი საშიში, როგორც ეს ვრცელდება ხოლმე და ძალიან მიხარია“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

ფესტივალს ახალციხის მერიის წარმომადგენელები ესწრებოდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ, მერიამ ანსამბლის წევრები სიმბოლურად, ყვავილებითა და წიგნებით დაასაჩუქრა.

„შესანიშნავი კოლექტივი გვეწვია, რომლებმაც წარმოადგინეს არამარტო თავიანთი ნაციონალური კულტურა, არამედ ქალთური კულტურის შესანიშნავი ნიმუშები. ძალიან მიხარია, რომ ვართ მრავალეროვანი ქვეყანა და სხვა ერის წარმომადგენლები აქ თავს გრძნობენ, როგორც საკუთარ სამშობლოში“,- ანაცხადა ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა თამარაშვილმა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

3 ივნისს ახალციხეში ვაინახური კულტურის ფესტივალი ჩატარდება
ახალციხემ ვაინახური კულტურის ფესტივალს უმასპინძლა [Photo]
ახალციხე ვაინახური კულტურის ფესტივალს უმასპინძლებს
ახალციხის ციხეზე „ვაინახური“ ფესტივალისთვის ემზადებიან
ახალციხეში მულტიეთნიკური კულტურის ფესტივალი მიმდინარეობს
დაპირისპირება პანკისის ხეობაში [ფოტო]
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა