FM97.5 / LIVE

რატომ არ შეიძლება ვუწოდებდეთ თურქეთს ოკუპანტს, ისევე როგორც რუსეთს? [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 24.05.2016
ბოლო ხანებში ხშირად ვრცელდება მიზანმიმართული მითი იმის შესახებ, რომ რუსეთი ისეთივე „ოკუპანტია, როგორიც თურქეთი.

რატომ არ შეიძლება ვუწოდებდეთ თურქეთს ოკუპანტს, ისევე როგორც რუსეთს? [R]

ამ მითის თანახმად, თუ რუსეთს ვამკობთ არასასიამოვნო ეპითეტებით, იგივე უნდა მიეზღოს თურქეთსაც“,– ანუ მასაც ოკუპანტი უნდა ვუწოდოთ იმის გამო რომ საქართველოს ძირძველი მიწები აქვს მიტაცებული.

რომ გავიაზროთ ის, თუ რითია ეს მოსაზრება მცდარი, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ და რამდენჯერ შეიცვალა მსოფლიო რუკა საუკუნეების განმავლობაში; როგორ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ერთი და იგივე ტერიტორიაზე მმართველები და იმპერიები; როგორ გადადიოდა მიწები ერთი სახელმწიფოსა თუ მმართველის კონტროლიდან მეორეს ხელში. ისტორიულ წარსულში ყველა ქვეყანა ბრძოლითა და ძალადობით იფართოებდა ტერიტორიებს, და ახლა, რომ მსოფლიო რუკის „სამართლიანობის პრინციპით“ გადაკეთებას შევუდგეთ, იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო პრეტენზია იჩენს თავს, რომ მესამე მსოფლიო ომს ვერ ავცდებით.

საერთაშორისო წესრიგი მეორე მსოფლიო ომამდე პრაქტიკულად არ ავალდებულებდა ქვეყნებს პატივი ეცათ ერთმანეთის სუვერენული უფლებებისთვის (მცირედ უტრირებას ვახდენ), და საერთაშორისო ხელშეკრულებები ირღვეოდა ნებისმიერი საბაბით, რასაც მოსდევდა ომების შედეგად ტერიტორიების გადანაწილება და ახალი ხელშეკრულებების დადება. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დიდი სახელმწიფოები ან, სულაც იმპერიები, ერთმანეთის სუვერენიტეტს ცნობდნენ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც რეალურად სულ სხვა, უფრო მცირე სახელმწიფოებს ეკუთვნოდათ. ამ მუდმივ ქაოსს საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამკვიდრებულმა საერთაშორისო წესრიგმა მოუღო ბოლო. გაეროსა და მოგვიანებით ეუთოს შექმნამ (ევროპაში), მათგან გამომდინარე უამრავი საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების საშუალებით გაამყარა ქვეყნებს შორის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპების საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრებით.

1992 წელს საქართველო საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა, კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა და შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობას. ახალმა დამოუკიდებელმა საქართველომ ცნო საერთაშორისო თანამეგობრობაში იმ დროისთვის დამკვიდრებული პრინციპები და ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით აღიარა თავისი მეზობელი სახელმწიფოები იმ დროისთვის არსებულ საზღვრებში, მისცა ამ საზღვრების ხელშეუხებლობის პირობა. იგივე გააკეთეს ჩვენ მიმართაც პრაქტიკულად ყველა მეზობელმა სახელმწიფომ და არავის არ დაურღვევია ეს ვალდებულება, გარდა რუსეთისა. რუსეთმა სწორედ ის ხელშეკრულებები დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შელახვით, რომლებიც ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დაიდო, ან რომლებსაც ამის შემდგომ შეუერთდა თავად (გაეროს ქარტია, ჰელსინკის კონფერენციის 1975 წელის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია). მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის თვალში სწორედ ამიტომ წარმოადგენს რუსეთი „ოკუპანტ“ ქვეყანას და არა იმიტომ, რომ რაღაც ტერიტორიები მიითვისა ოდესღაც ისტორიულ წარსულში.

რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ, მაგალითად ყირიმის ნახევარკუნძულის მიტაცება, ამ კონტექსტში სწორედ ისტორიულ პრეტენზიებზეა აგებული. ასეთ პოლიტიკას „რედენტიზმს“ უწოდებენ საერთაშორისო ურთიერთობებში. რუსული რედენტიზმი ამ შემთხვევაში განსაკურებულად საშიში ფორმაა, რადგანაც ადრე მის მიერვე აღიარებულ შეთანხმებებს (რომლებსაც ნებაყოფლობით და დაძალების გარეშე მოაწერა ხელი) უბრალოდ აღარ ცნობს ცალმხრივად და ახალ პრეტენზიებს აცხადებს ისტორიული ან სხვა მოსაზრებებით, რაც სრულად ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

სწორედ ამის გამო არ შეიძლება მოვიხსენიოთ თურქეთი ოკუპანტად, ისე, როგორც ამას რუსეთის მიმართ ვაკეთებთ, რადგან პირველი იცავს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას საქართველოსთან მიმართებაში და მეორე კი უხეშად არღვევს მათ.

კახა გოგოლაშვილი,
სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ჯავახეთის ორ ტბას საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანენ
აქცია 'დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო' ახალციხეში ®
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს