FM97.5 / LIVE

ახალციხეში ფერების ფესტივალი მოეწყო

მთავარისაზოგადოება 22.05.2016
დღეს, 22 მაისს, ახალციხეში, ხელოვნური ტბის გასართობი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ფერების ფესტივალი“ მოეწყო. ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა და იგი დისკოთეკით დასრულდა.

ახალციხეში ფერების ფესტივალი მოეწყო

პირველ ეტაპზე, ფესტივალის მონაწილეებმა სახე ფერადი საღებავებით მოიხატეს, შემდეგ კი, იასამნისფერი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი ფერები ორგანიზატორებმა ჰაერში გაუშვეს.

ახალციხეში ფერების ფესტივალი მოეწყო „დღესასწაული სათავეს იღებს ინდოეთიდან და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. მისი მიზანია სიყვარულის სახალხოდ დემონსტრირება. დღევანდელ დღეს ყველა ივიწყებს წყენას, ვინც გაბრაზებულია რიგდება, ხალისობს და სასიამოვნო დროს ატარებს“ , – ამბობს ერთ–ერთი ორგანიზატორი თამარ აბრამიშვილი.

ფერების ფესტივალის იდეა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალციხის ოფისის ხელმძღვანელს, ედუარდ კიკნაძეს გაუჩნდა: ,,ახალციხეში მსგავსი ღონისძიება პირველად გაიმართა. მისი მიზანი იყო ახალგაზრდების გამხიარულება და გააქტიურება. ვგეგმავთ, რომ მსგავსი ფესტივალი კიდევ გავმართოთ. თბილისში პარტნიორები ვნახეთ, რომლებიც შეგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებიან და მომავალში უფრო დიდი მასშტაბის იქნება“.

,,ფერების ფესტივალი“ დისკოთეკით დასრულდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფერების ფესტივალი ახალციხეში [Photo]
'ფერების ფესტივალი' ახალციხეში [ფოტო]
ახალციხის ტბაზე ფერების ფესტივალი გაიმართება
‘გაზაფხულის ფერები’ – ახალციხეში ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა
ფერების შოუ ახალციხეში [photosvideo]
ახალციხეში მშვიდობის ფესტივალი ჩატარდება
ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალი 'Brave Kids' დასრულდა